

Terranova - თუთიის კომპლექსი 15მგ კაფს. N50
COMING SOON
- აღადგენს თუთიის დეფიციტს ორგანიზმში და აძლიერებს იმუნურ სისტემას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - თუთიის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ, ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ დანამატს. თუთია უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ზრდა-განვითარებასა და მრავალი სასიცოცხლო პროცესის რეგულირებაში. ის ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას, შენებას, აღდგენასა და დაცვას და ასევე წარმოადგენს 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს. ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატების სახით.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს მაღალბიოშეღწევად თუთიასა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
თუთია ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღებას და ჭრილობების შეხორცებას. მონაწილეობს ოვულაციასა და ნაყოფის განვითარებაში. მნიშვნელოვანია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და პროსტატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მხედველობის განვითარებისა და ბადურას ჯანმრთელობისთვის. უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და მონაწილეობს ინსულინისა და ზრდის ჰორმონის სინთეზში.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 15მგ
Magnifood-ის კომპლექსი – 400მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 250მგ
სპირულინა (Arthrospira platensis) - 75მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50მგ
ასაიას კენკრა (Euterpe oleracea) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- თუთიის დეფიციტი
- იმუნიტეტის დაქვეითება
- სქესობრივი განვითარების შეფერხება
- კანის დაავადებები
- კოგნიტური ფუნქციის დარღვევა
- ჭრილობები
- მხედველობის დაქვეითება
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, კვების დროს.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.