მიწოდებისა და შეკვეთის მიღების პირობები

1. სტანდარტული მიწოდება

თბილისის მასშტაბით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთები ბარდება იმავე დღეს, ხოლო 11:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთების მიწოდება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. რეგიონებში შეკვეთის ჩაბარება ხდება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. ექსპრეს მიწოდება (მხოლოდ თბილისში)

თუ გსურთ, რომ 11:00 საათის შემდეგ გაფორმებული შეკვეთა იმავე დღეს მიიღოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრეს მიწოდებით. ექსპრეს შეკვეთის დაფიქსირება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მაქსიმუმ 19:00 საათამდე, ხოლო შაბათს — 13:00 საათამდე. შეკვეთის ჩაბარების მაქსიმალური დროა გაფორმებიდან 1 საათი და 30 წუთი.

3. საწყობიდან გატანა (Self-Pickup)

შეძენილი პროდუქციის გატანა შესაძლებელია პირდაპირ ჩვენი საწყობიდან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19:00 საათამდე (დაგვიანების შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით, საწყობი მოგემსახურებათ 19:30 საათამდე), ხოლო შაბათს — 13:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, რომ საწყობში ადგილზე ანგარიშსწორება არ ხორციელდება და ნივთის გატანა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე წინასწარ შეძენისა და გადახდის შემთხვევაში.

4. კურიერთან კომუნიკაცია და ჩაბარების წესები

მისამართზე მოსვლამდე კურიერი წინასწარ გიკავშირდებათ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. შეკვეთის გაფორმებისას გთხოვთ ყურადღებით შეამოწმოთ მობილურის ნომერი და სასურველია მიუთითოთ დამატებითი (ალტერნატიული) საკონტაქტო ნომერიც. თუ მომხმარებელი არ პასუხობს კურიერის ზარს, ამანათი ბრუნდება საწყობში და განმეორებითი მიწოდების სურვილის შემთხვევაში შეკვეთა ფორმდება თავიდან. გამონაკლის შემთხვევებში, კურიერთან წინასწარი შეთანხმებით, შესაძლებელია მიწოდების მომდევნო სამუშაო დღისთვის გადადება.

5. სამუშაო გრაფიკი და დასვენების დღეები

კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში საკურიერო სერვისი და საწყობი არ მუშაობს. ამ დღეებში გაფორმებული შეკვეთების დამუშავება და მიწოდება მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

6. ანგარიშსწორება

საიტზე მოქმედებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორება (ონლაინ გადახდა). კურიერთან ან საწყობში ნაღდი ანგარიშსწორებით (ქეშით) გადახდა არ ხორციელდება.