მოვაჭრე: შპს გრავიტონ ქონექთი
საიდენტიფიკაციო კოდი: 406460351
1. დაბრუნების ვადა: 14 კალენდარული დღე
ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეგიძლიათ გვაცნობოთ, რომ მისი დაბრუნება გსურთ, მიზეზის მითითების გარეშე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. თუ შესაძლებელია, შეინახეთ ორიგინალი შეფუთვა. შეგიძლიათ შეამოწმოთ პროდუქტი იმდენად, რამდენადაც საჭიროა მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად. ამ ფარგლებს მიღმა გამოყენებისას დასაბრუნებელი თანხა შესაძლოა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში შემცირდეს.
2. გამონაკლისები ჰიგიენისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით
საქართველოს კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მე-14 მუხლის თანახმად, დაბრუნების უფლება არ ვრცელდება დამცავი ლუქით ჩაბარებულ პროდუქტზე, თუ ლუქი ჩაბარების შემდეგ გაიხსნა და ამის გამო პროდუქტის დაბრუნება ჯანმრთელობის დაცვის ან ჰიგიენის მიზეზებით აღარ არის შესაძლებელი. ეს შეიძლება ეხებოდეს კოსმეტიკას, სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებებს, პირადი და პირის ღრუს ჰიგიენის პროდუქტებს, ბავშვის კვებისა და ჰიგიენის აქსესუარებს (მაგალითად, მატყუარას, ბოთლსა და რძის საწველს), ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს.
თუ ნივთი წუნდებულია, დაზიანებული შეფუთვით ჩაიბარეთ ან შეცდომით გამოგიგზავნეთ, ნივთს ჩვენი ხარჯით შევცვლით ან თანხას სრულად დაგიბრუნებთ. ეს პოლიტიკა კანონით მინიჭებულ უფლებებს არ ზღუდავს.
3. როგორ დააბრუნოთ ნივთი
- გვაცნობეთ, რომ ნივთის დაბრუნება გსურთ. მოგვწერეთ ელფოსტაზე connect@graviton.ge, ჩვენს ოფიციალურ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 322 15 70 17. თუ გაქვთ, მიუთითეთ შეკვეთის ნომერიც.
- თუ ნივთის წამოღებას ჩვენ არ შევათანხმებთ, დააბრუნეთ იგი ჩვენს საწყობში (ქსანის ქუჩა 36, თბილისი) ან გამოგვიგზავნეთ კურიერით დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. თუ ნივთს საკუთარი გადაწყვეტილებით აბრუნებთ, მხოლოდ დაბრუნების პირდაპირ ხარჯს ფარავთ, იმ პირობით, რომ ამის შესახებ წინასწარ მოგაწოდეთ ინფორმაცია და ხარჯის დაფარვა ჩვენ არ გვიკისრია.
- თუ ნივთს კურიერით გვიგზავნით, შეინახეთ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნივთის ან გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების შემდეგ დაგიდასტურებთ თანხის დაბრუნებას.
4. თანხის დაბრუნების ვადა
თანხას, ჩვეულებრივ, დაბრუნებული ნივთის მიღებიდან 3–5 სამუშაო დღეში ვაბრუნებთ იმავე საბანკო ბარათზე. კანონით გათვალისწინებული დაბრუნების შემთხვევაში თანხას ვაბრუნებთ დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას გვაცნობებთ. თუ ნივთის წამოღება ჩვენ არ შემოგთავაზეთ, შეგვიძლია დაველოდოთ ნივთს ან გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელსაც უფრო ადრე მივიღებთ. შესაბამის შემთხვევაში ასევე ვაბრუნებთ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების ყველაზე დაბალ საფასურს.
5. შეკვეთის გაუქმება კურიერისთვის გადაცემამდე
თუ შეკვეთა ჯერ არ გადაგვიცია კურიერისთვის, დაგვიკავშირდით მის გასაუქმებლად. გადახდილ თანხას სრულად დაგიბრუნებთ იმავე საბანკო ბარათზე. კურიერისთვის გადაცემის შემდეგაც შეგიძლიათ ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული დაბრუნების უფლებით.













