

Terranova - პრობიოტიკების კომპლექსი პრებიოტიკებით კაფს. N50
COMING SOON
- უზრუნვეყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მოვარდისფრო/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 2 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - პრობიოტიკების კომპლექსი პრებიოტიკებით უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს 5 ტიპის ლაქტო და ბიფიდობაქტერიებს. საკვები დანამატი ასევე შეიცავს Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს დისკომფორტს, როგორიცაა შებერილობა და გაზები . ეფექტურად ებრძვის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ გამოწვეულ დისბაქტერიოზს, აღადგენს ნორმალურ მიკროფლორას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
პრობიოტიკები - 188მგ
Lactiplantibacillus plantarum (Rosell-1012) 1 ბილიონი CFU
Lacticaseibacillus paracasei (Rosell-215) 800 მილიონი CFU
Lacticaseibacillus rhamnosus (Rosell-11) 700 მილიონი CFU
Lactobacillus acidophilus/helveticus (Rosell-52) 500 მილიონი CFU
Bifidobacterium lactis (CHR Hansen BB-12) 500 მილიონი CFU
FOS (მიღებული ვარდკაჭაჭადან) - 100მგ
Magnifood-ის კომპლექსი - 300მგ
ოროვანდის ფესვი (Arctium lappa) - 75მგ
არაბინოგალაქტანი - (ლარიქსის ხე) - 50მგ
ჭარხალი (Beta vulgaris) - 25მგ
სტაბილიზირებული ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა (გაზები, შებერილობა, გაღიზიანეული ნაწლავის სინდრომი, დისპეფსია)
- იმუნური სისტემის დარღვევა
- სოკოვანი ინფექცია
- ანტიბიოტიკებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის დარღვევები
- საკვების აუტანლობა
გამოყენება:
- ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
- გახსნის შემდგომ პროდუქტი მოათავსეთ მაცივარში.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- პაციენტებში, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ანამნეზით, სასურველია სიფრთხილის გამოჩენა დანამატის მიღებისას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
- შესაძლოა შეიცავდეს სოიოს კვალს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 2 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.