

Terranova - ჰიალურონის მჟავას კომპლექსი კაფს. N50
COMING SOON
- ღრმად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას, ანიჭებს კანს ელასტიურობას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სიმინდი, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - ჰიალურონის მჟავას კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას და ჯანსაღი ბზინვარების დაბრუნებას, ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, აფერხებს ახალი ნაოჭების გაჩენას და ანიჭებს კანს ელასტიურობას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახსრების სწორად ფუნქციონირების შენარჩუნებაში, იცავს ქსოვილს ანთებითი პროცესებისგან, უზრუნველყოფს ხრტილის კვებას
და რეგენერაციას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ჰიალურონის მჟავას ახალ, ინოვაციურ ფორმას (ExceptionHYAL®STAR ) და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
საკვები დანამატის შემადგენლობაში ჰიალურონის მჟავა შედის როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი მოლეკულური მასის სახით, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას როგორც კანის ასევე სახსრების გაჯანსაღებაში. ეს უნიკალური ფორმულა მნიშვნელოვნად ატენიანებს და ამკვრივებს კანს. ეფექტურად ებრძვის სიმშრალეს და ხდის კანს ელასტიურს. გამოიყენება ფრჩხილის მტვრევადობისა და აშრევების დროს. ეფექტურია მოტეხილობებისა და ჭრილობების შემდეგ. გამოიყენება ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების დროს.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი) - 100მგ
Magnifood-ის კომპლექსი - 325მგ
ასკილი (Rosa canina) - 75მგ
მოცვი (Vaccinium myrtillus) - 75მგ
ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 75მგ
შვიტა (Equisetum arvense) - 50მგ
ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- კანის სიმშრალე
- კანის ელასტიურობის დაქვეითება
- თმის ცვენა
- ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება
- მოტეხილობები, ჭრილობები
- სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1 ან 2 კაფსულა საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.