Terranova - Beauty Complex თმა - კანი - ფრჩხილი კაფს. N100

115.00 GEL

COMING SOON

  • ამდიდრებს ორგანიზმს ყველა აუცილებელი კომპონენტით, რაც უშუალოდ მონაწილეობს თმის, ფრჩხილების და კანის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში. 
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის,სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Terranova - Beauty Complex თმა, კანი, ფრჩხილი - ის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც შედგება ყველა იმ საჭირო ვიტამინისა და მინერალისგან, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ თმის, ფრჩხილის და კანის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს თუთიას, ბიოტინს, A და C ვიტამინებსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა ზრდის კანის ელასტიურობას, აღადგენს ტენიანობას და ამცირებს კანის სიმშრალეს, ხელს უწყობს კანში კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, ეფექტურად ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე არსებულის შემდგომ განვითარებას, ამცირებს გამონაყარს, ასევე ეფექტურია თმის ცვენისა და მტვრევადი ფრჩხილების დროს, თმას ხდის ბზინვარეს და ხშირს. მკვეთრად აუმჯობესებს ფრჩხილის სტრუქტურას რაც ხელს უშლის მის აქერცვლას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

ვიტამინი C (Ca, Mg ასკორბატი) – 100მგ
თუთია (ასკორბატი) - 5მგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატი) - 20მგ
არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) - 5.5მგ
ვიტამინი A (რეტინილ პალმიტატი) – 375მკგ
ბუნებრივი ბეტა კაროტინი / შერეული კაროტინოიდები (Dunaliella salina ) - 2მგ
ბიოტინი (d-Biotin) - 100მკგ
OptiMSM (მეთილსულფონილმეთანი) – 400მგ
Magnifood-ის კომპლექსი - 325მგ
შვიტა (Equisetum arvense) - 150მგ
ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 100მგ
ქაცვი (Hippophae rhamnoides) - 50მგ
მოცვის ნაყოფი (Vaccinium myrtillus) - 50მგ
სტაბილიზირებული ბრინჯის ქატო (Oryza sativa bran) - 50მგ
კაკაო (Theobroma cacao) - 25მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 25მგ
აზიური ცენტელას ფოთოლი (Centella asiatica) - 25მგ
ოროვანდის ფესვი (Arctium lappa) - 25მგ
წყლის წიწმატი (Nasturtium officinale) - 25მგ

  • დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი

ჩვენება:

  • ეგზემა
  • აკნე
  • მტვრევადი ფრჩხილები
  • კანის დაბერება
  • დერმატიტი
  • თმის ცვენა

გამოყენება:

ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოება:

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.