



mid/night 00.00 - სახის შრატი 00.22 - 30მლ
- ყველა ტიპის კანისთვის
- ათანაბრებს კანის ტონს, ატენიანებს, ებრძვის ნაოჭებს და ოქსიდაციურ სტრესს
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია ესპანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
mid/night 00.00 - სახის შრატი 00.22, იდეალურია დილის რუტინაში გამოსაყენებლად. შრატში შემავალი აქტიური ინგრედიენტების დახმარებით, კანი ბზინავს და დატენიანებულია მთელი დღის განმავლობაში.
4%-იანი სტაბილური C ვიტამინის დახმარებით, რომელიც ავლენს ძლიერ ანტიოქსიდანტურ ეფექტს, სახის კანი დაცულია თავისუფალი რადიკალებისგან და მავნე გარემო ზემოქმედებისგან, გარდა ამისა, საუკეთესოდ ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას. ვაშლის ექსტრაქტისა და ვერბენას წყლის დახმარებით ავლენს ანტისეპტიკურ, დამამშვიდებელ ეფექტს და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებას. სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კანის ყველა ფენის სრულ და სტაბილურ დატენიანებას.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- ვიტამინი C
- მცირე და დიდი მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავა
- ვერბენას წყალი
- ვაშლის ექსტრაქტი
- სტაფილოს ზეთი
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, გლიცერინი, ბრინჟის ქატოს ზეთი, ალოეს ფოთლების ექსტრაქტი, ყავის მარცვლების ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ვაშლის ექსტრაქტი, მზესუმზირის თესლის ზეთი, სტაფილოს ექსტრაქტი, ასკორბილის პალმიტატი, ბეტა-კაროტენი, ნატრიუმის ჰიალურონატი, არგინინი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ფოსფატი, ნონაპეპტიდი-1, დინატრიუმის ფოსფატი, კაპრილილ გლიკოლი, ნატრიუმის აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატის კოპოლიმერი, პოლიიზობუტენი, კაპრილი/კაპრილ გლუკოზიდი, არაქიდილის სპირტი, ბეჰენილის სპირტი, არაქიდილის გლუკოზიდი, ცეტილის პალმიტატი, E ვიტამინი, ბენზილის სპირტი, ეთილჰექსილგლიცერინი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი.
გამოყენება:
პიპეტის გამოყენებით დაიტანეთ შრატის 4 წვეთი შუბლზე, ლოყებზე და ნიკაპზე. ნაზი მოძრაობებით გადაინაწილეთ მთელს სახეზე.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
სახის შრატი 00.22 ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.