mid/night 00.00 - სკალპის სკრაბი 00.05 - 100მლ

98.00 GEL
  • ყველა ტიპის თმისთვის
  • ასუფთავებს სკალპს, ხელს უწყობს თმის ზრდას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს სულფატებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია ესპანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

mid/night 00.00 - სკალპის სკრაბი 00.05, როზმარინის სურნელით, ასუფთავებს და წმენდს სკალპს ტოქსინებისგან, აძლიერებს ჟანგბადის მიწოდებას და აღადგენს თმის ბოჭკოს.
აშორებს სკალპს თმის მოვლის პროდუქტების ნარჩენებს, ხისტი წყლისგან დარჩენილ მინერალებს, ზედმეტ ცხიმს ან მშრალი კანისთვის დამახასიათებელ ქერტლს. სკალპი, ისევე როგორც დანარჩენი კანი, იგროვებს მკვდარ უჯრედებს და ნაწილაკებს მის ზედაპირზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თმის ფოლიკულების დახშობა და შეცვალოს სკალპის (აქერცვლა, ქავილი, ჭარბი ცხიმი) და თმის (მოცულობის ნაკლებობა, ნელი ზრდა) სიჯანსაღე. სკრაბი ხელს უშლის ფოლიკულის დახშობას, რაც განაპირობებს ძლიერი და ჯანსაღი თმის ზრდას.

 

შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • ჟოჟობა
  • კანდელილას ცვილის ნაწილაკები
  • ალოე ვერა
  • გლუკონოლაქტონი
  • სიპერნატი

დამხმარე ინგრედიენტები:

წყალი, გლუკონოლაქტონი, პენტილენ გლიკოლი, პროპანდიოლი, სკლეროციუმის გუმფისი, პოლიგლიცერილ-4 კაპრატი, ჰიდრატირებული სილიციუმი, სტეარილ სტეარატი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, როზმარინის ფოთლის ზეთი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.

გამოყენება:

ამქერცლავი გელი დაიტანეთ მშრალ სკალპზე. საუკეთესო შედეგისათვის დაყავით თმა სექციებად და დაიმასაჟეთ სკალპი 2 წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ პროდუქტი 5-დან 10 წუთამდე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნის დახმარებით.  გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

სკალპის სკრაბი  00.05 ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.