mid/night 00.00 - აღმდგენი წვეთები 00.27 - 30მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

146.00 GEL
  • მოწიფული კანისთვის
  • ებრძვის ნაოჭებს, აღადგენს კანის სტრუქტურას, ამკვრივებს და ანიჭებს გლუვ ეფექტს სახის კანს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია ესპანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

mid/night 00.00 -აღმდგენი წვეთები 00.27, რეტინოლითა და ჰიალურონის მჟავით, ებრძვის ასაკობრივ ნიშნებსა და კანის ნაკლოვანებებს.
ღამის შრატი შექმნილია უახლესი თაობის რეტინოიდებით, რომლებიც აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას, ამცირებენ ნაოჭებს და სხვა ნაკლოვანებებს. ებრძვიან აკნეს და აუმჯობესებენ კანის ტექსტურას.
Algaktiv Retinart მიღებულია ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეებისგან და ახასიათებს ისეთივე თვისებები, როგორც ტრადიციულ რეტინოლს, თუმცა შესაძლებელია ყველაზე მგრძნობიარე კანზე გამოყენებაც კი.
შეიცავს ჰიალურონის მჟავას კანის უჯრედების დასაცავად და დასატენიანებლად.

 

შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • AC Retinol liposome (10% -იანი რეტინოლის ხსნარი)
  • Algaktiv Retinart (უახლესი თაობის რეტინოიდი)
  • ჰიალურონის მჟავა 50KDa
  • სენსია კაროტა
  • კაროტოლინი
  • სქუალინი
  • ტკბილი ნუშის ზეთი

დამხმარე ინგრედიენტები:

წყალი, გლიცერინი, პროპანდიოლი, კაპრილის/კაპრიკული ტრიგლიცერიდი, ნუშის ზეთი,  სქუალინი, ქლორელას ექსტრაქტი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ლევულინატი, კაპრილილ გლიკოლი, პროპილენგლიკოლი, ველური სტაფილოს ლიზატი, ფოსფოლიპიდები, რეტინოლი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კანოლას ზეთი, პარფიუმი, ნატრიუმის ფიტატი, ლიმონმჟავა, ველური სტაფილოს თესლის ზეთი, ლეციტინი, რძემჟავა, ბეტა-კაროტინი, ველური სტაფილოს  ფესვის ექსტრაქტი, მზესუმზირას თესლის ზეთი, ტოკოფერილ აცეტატი. 

გამოყენება:

გამოყენებამდე პროდუქტი კარგად შეანჯღრიეთ. პიპეტის დახმარებით შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე დაიტანეთ 3-4 წვეთი და გადაინაწილეთ მთლიან სახეზე, ნაზი მასაჟისებრი მოძრაობით, სრულ შეწოვამდე. პროდუქტი აუცილებლად უნდა დაიტანოთ სუფთა, მშრალ კანზე. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს.  აღმდგენი წვეთების გამოყენება სასურველია ღამის რუტინაში, თავდაპირველად კვირაში სამჯერ. კანის ტოლერანტობის მიხედვით გაზარდეთ გამოყენების სიხშირე.  რეკომენდირებულია 25 წლიდან. 

უსაფრთხოება:

ორსულობის შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

აღმდგენი წვეთები 00.27 ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.