Haakaa - Happii Bear სილიკონის პაუჩი 170მლ N2

94.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - Happii Bear სილიკონის პაუჩის მოსახერხებელი ფორმა ბავშვს უმარტივებს საკვების მიღებას, შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის და იდეალურია რძისა და ფაფების შესანახად
  • ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება სილიკონის პაუჩიდან
  • ჯვარედინი ჭრილი საშუალებას აძლევს ბავშვს დაარეგულიროს ნაკადის სიმძლავრე
  • მარტივად სუფთავდება და კომფორტულად ივსება ფართო ყელის დახმარებით
  • 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკომეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - Happii Bear სილიკონის პაუჩი შექმნილია 100%-ით საკვები სილიკონისგან, უნიკალური დიზაინის, მოსახერხებელი ფორმისა და დათვის საყვარელი ყურების დახმარებით უმარტივებს ბავშვს საკვების მიღებას და სახალისოს ხდის კვების პროცესს. სპეციალურად შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის, იდეალურია რძისა და ფაფების შესანახად, როგორც მაცივარში, ასევე მოგზაურობის დროს.  

შემადგენლობა:

საკვები ხარისხის სილიკონი

გამოყენება და მოვლა:

პირველ გამოყენებამდე გააცალკევეთ პაუჩის ნაწილები ერთმანეთისგან, გარეცხეთ და გაასტერილეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია თბილ საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. აუცილებელია პაუჩის ყველა ნაწილი გაირეცხოს გულმოდგინედ, რომ საკვების ნარჩენები სრულყოფილად მოშორდეს. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

  • გასუფთავების შემდგომ მოათავსეთ საკვები პაუჩში და მიაწოდეთ თქვენს პატარებს საწრუპით ან საწრუპის გარეშე.
  • აუცილებლად დააფარეთ თავსახური თუ აპირებთ საკვების შენახვას მაცივარში.

შენიშვნა: საწრუპის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ბავშვებისთვის

უსაფრთხოება:

  • დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
  • მიკროტალღურ ღუმელში პაუჩით საკვების გაცხელებისას, აუცილებლად მოაშორეთ საწრუპი, მატყუარა და თავსახური. ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა კვებამდე.
  • არ გადაავსოთ.
  • არ მოუჭიროთ და შეანჯღრიოთ ძლიერად, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შიგთავსის გაჟონვა.
  • გამოიყენება მხოლოდ დედის რძისთვის. არ არის რეკომენდებული რძის ფორმულისთვის.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.