







Haakaa - საკვები შპრიცი 10მლ N1
COMING SOON
- Haakaa - საკვები შპრიცი - იდეალურია რძის, სითხეების ან მედიკამენტების უსაფრთხოდ მისაღებად მოუსვენარ ბავშვებში
- საკვები შპრიცი უზრუნველყოფს როგორც კომფორტს, ისე სისუფთავეს
- გამოიყენება 0 თვიდან
- კომპაქტური ფორმის დახმარებით გასუფთავება მარტივია
- დამზადებულია საკვები ხარისხის სილიკონისგან, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს ტოქსიკურ პოლიპროპილენს, BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - საკვები შპრიცი შესანიშნავი საშუალებაა რძისა და სხვა თხევადი დანამატების უსაფრთხოდ და მარტივად მისაღებად ჩვილებისთვის ან ჭირვეული ბავშვებისთვის. უნიკალური დიზაინით შექმნილი, უმაღლესი ხარისხის საკვები სილიკონისგან დამზადებული შპრიცის თავი იდეალურად ანაწილებს სითხეს პირის ღრუში და ამცირებს გადაცდენის საფრთხეს.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია, დაშლილ მდგომარეობაში, გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. თუ ბავშვს აღენიშნება ვირუსოვანი ინფექცია, ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი დაუყოვნებლივ უნდა გასტერილდეს. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით, თბილ საპნიან წყალში, რის შემდეგაც კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და სრულად გაშრეს. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. ფერად სითხეებთან კონტაქტის შემდეგ სასურველია გაირეცხოს დაუყოვნებლივ, რათა სილიკონმა ფერი არ შეიცვალოს.
- გასუფთავების შემდგომ გაზომეთ სითხის სათანადო დოზა საზომ ჭიქაში. დარწმუნდით, რომ ჭიქა ბრტყელ, სტაბილურ ზედაპირზეა.
- მოათავსეთ შპრიცის წვერი სითხეში და დგუშის დახმარებით შეავსეთ შპრიცი სითხით.
- დაახურეთ შპრიცის თავს სილიკონის მატყუარა, დარწმუნდით რომ მჭიდროდ არის მორგებული და არ იმოძრავებს კვების დროს.
- დაიჭირეთ ბავშვი პირით ზემოთ და ფრთხილად მოათავსეთ შპრიცის სილიკონის თავი ბავშვის პირში, ისე რომ ნახვრეტები ლოყებისკენ იყოს მიმართული. მას შემდეგ რაც ბავშვი წოვას დაიწყებს ნაზი მოძრაობით მსუბუქად მიაწოდეთ სითხე.
უსაფრთხოება:
- არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
- ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული შპრიცის დამოუკიდებლად გამოყენება.
- არ გადაავსოთ შპრიცი.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.