











Glow Hub - The Hydration Hero სახის შრატი - 30მლ
- ყველა ტიპის კანისთვის. იდეალურია მშრალი კანისთვის
- მომენტალურად და ეფექტურად ატენიანებს კანის ღრმა ფენებს, ხდის ელასტიურს, ბზინვარეს და ჯანსაღს
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub - Hydration Hero სახის შრატი გამომშრალი კანისთვის, მომენტალურად და ეფექტურად ატენიანებს კანს ფორმულაში შემავალი ჰიალურონისა და პოლიგლუტამინის მჟავების დახმარებით. სამი სახეობის ჰიალურონი აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას და ელასტიურობას, გლიცერინი კი ხელს უწყობს შრატის ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებას, ამშვიდებს და ანიჭებს აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას სახის კანს.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- ჰიალურონის მჟავა
- პოლიგლუტამინის მჟავა
- გლიცერინი
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, პროპილენ გლიკოლი, გლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატი კოპოლიმერი, პოლიაკრილატების კროსპოლიმერი-6, კალიუმის სორბატი, ტოკოფერილის აცეტატი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, პენტილენ გლიკოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის ჰიალურონატის კროსპოლიმერი.
გამოყენება:
გამოიყენეთ დილას და საღამოს. დაიტანეთ სუფთა კანზე, ნაზად გადაინაწილეთ სახესა და ყელზე.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.