Glow Hub - Planet Glow - სახის მოვლის ნაკრები

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

290.00 GEL
  • სახის კანის სრულყოფილი მოვლა
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

Glow Hub - Planet Glow - სახის მოვლის ნაკრები იდეალური კომბინაციაა ჯანსაღი და უნაკლო კანისთვის.

  • გამწმენდი და გამაღიავებელი დასაბანი ჟელე

Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი ჟელე ებრძვის აკნეს, იდეალურად აშორებს ყოველდღიურ ჭუჭყს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას. აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას.
60მლ

  • მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი

Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი წმენდს კანს და აშორებს მაკიაჟს, როგორც სახიდან, ასევე თვალებიდან.
27გ

  • მკვებავი და დამატენიანებელი ტონერ-ესენცია

Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი ტონერ-ესენცია მყისიერად ატენიანებს კანს, იცავს, ამშვიდებს და ანიჭებს ბზინვარებას.
ჰიალურონის მჟავისა და ალოე ვერას დახმარებით ინტენსიურად ატენიანებს კანს, ხსნის გაღიზიანებას და სძენს ჯანსაღ იერს.
60მლ

  • მკვებავი და დამატენიანებელი შრატის მისტი

Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი შრატის მისტი მომენტალურად აცოცხლებს კანს, ანიჭებს სიმსუბუქის და სიახლის შეგრძნებას.
ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ამშვიდებს და ხანგრძლივად ატენიანებს კანს. ატმისა და ქოქოსის ექსტრაქტი დამატებით სძენს აბრეშუმისებრ ბზინვარებას და იცავს კანის ბარიერს.
60მლ

  • დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი

Glow Hub - დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი ეფექტურად ამშვიდებს ეპიდერმისს, აღადგენს კანის ბარიერს და ამცირებს სიწითლეს.
კანაფის ზეთი და ჟოჟობას ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის რბილი და გლუვი ტექსტურის შენარჩუნებას. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას.
60მლ

  • გამწმენდი და გამაღიავებელი სუპერ შრატი

Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი სუპერ შრატი ებრძვის აკნეს, აფერხებს ცხიმის გამოყოფას.
სალიცილის მჟავა აშორებს მკვდარ უჯრედებს. შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას.
15მლ

  • The Barrier Builder სახის შრატი

Glow Hub - The Barrier Builder სახის შრატი აღადგენს კანის ბარიერს, ანიჭებს ჯანსაღ, გლუვ იერს.
ცხიმოვანი მჟავები ატენიანებს კანს, ამცირებს გაღიზიანებას და სიწითლეს. ინულინი და გლიცერინი არბილებს, იცავს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
15მლ

  • The Hydration Hero სახის შრატი

Glow Hub - The Hydration Hero სახის შრატი მომენტალურად და ეფექტურად ატენიანებს, ფორმულაში შემავალი ჰიალურონისა და პოლიგლუტამინის მჟავების დახმარებით. ხანგრძლივად უნარჩუნებს კანს გლუვ და ბზინვარე შესახედაობას.
15მლ

  • დამამშვიდებელი & დამარბილებელი Cool Whip დამატენიანებელი

Glow Hub - დამამშვიდებელი & დამარბილებელი Cool Whip დამატენიანებელი ამშვიდებს და აახლებს კანს, აქრობს სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას. უზრუნველყოფს სირბილისა და ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.
30გ

  • გამწმენდი და გამაღიავებელი დამატენიანებელი ლოსიონი

Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი დამატენიანებელი ლოსიონი ებრძვის აკნეს, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და აშორებს მკვდარ უჯრედებს. ღრმად ატენიანებს კანს და ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას.
30მლ

  • გამწმენდი ქსოვილი

Glow Hub -გამწმენდი ქსოვილით ნაზად იწმინდება კანი, ხდება უფრო რბილი და სუფთა.

  • აბადოკი

Glow Hub - აბადოკი იცავს თმას სახის კანის მოვლის პროდუქტებისგან.

 უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.