Terranova - სელენიუმის კომპლექსი 200მკგ კაფს. N50

55.00 GEL

COMING SOON

  • წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს, აუმჯობესებს იმუნურ და უჯრედულ ფუნქციებს, აუმჯობესებს ზრდისა და ფერტილობის უნარებს
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია კრემისფერი, მოტკბო გემოს მქონე, წვრილმარცვლოვანი ფხვნილი 
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სიმინდის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების,  ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების,  დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Terranova - სელენიუმის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ, მძლავრ ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელსაც ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიკანცეროგენული, ანტიმუტაგენური და ციტოპროტექტორული მოქმედება. უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ანელებს დაბერების პროცესს.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს სელენიუმს, ალფა ლიპოის მჟავას, არაბინოგალაქტანსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
სელენი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალია, რომელიც ორგანიზმში გვხვდება ამინომჟავების – სელენოცისტეინის და სელენომეთიონინის სახით. წარმოადგენს მრავალი ცილისა და ფერმენტის მნიშვნელოვან კომპონენტს. გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს იმუნური პასუხის გაძლიერებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას, ზრდისა და ფერტილობის უნარებს. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც ამცირებს პროფესიული დაავადებების განვითარების რისკს.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:
სელენიუმი (სელენომეთიონინი) - 200მკგ
ალფა ლიპოის მჟავა - 10მგ
არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) – 8,25მგ
Magnifood - ის კომპლექსი - 675მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 400მგ
სპირულინა (Spirulina platensis) - 125მგ
ქაცვი (Hippophae rhamnoides) - 75მგ
ასაისა კენკრა (Euterpe oleracea) - 75მგ

  • დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი

ჩვენება:

  • ონკოლოგიური დაავადებები
  • რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა
  • დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, აკნე 
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
  • ანთებითი პროცესები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

გამოყენება:

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა, დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოება:

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.