![Terranova - Green Child საბავშვო მულტივიტამინები კაფს. N50](http://graviton.ge/cdn/shop/files/4385-UK-greenchild-LIVINGMULTIVITAMIN50-wiz.png?v=1735301619&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/4385-UK-greenchild-LIVINGMULTIVITAMIN50-wiz.png?crop=center&height=10&v=1735301619&width=10)
Terranova - Green Child საბავშვო მულტივიტამინები კაფს. N50
COMING SOON
- ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებული კომპლექსი ამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. განკუთვნილია 4-12 წლამდე ბავშვებისთვის
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 2 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - Green Child საბავშვო მულტივიტამინები წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს 4-12 წლის ბავშვებისთვის, რომელიც აერთიანებს 13 ვიტამინს, 10 მინერალს და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ნივთიერებების შეწოვა და აქტივაცია.
ეს უნიკალური ფორმულა აღადგენს ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნორმალურ დონეს, მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში. ზრდის მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის და სტრესის შემცირებას. უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების განვითარებას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
ვიტამინი C (კალციუმის & მაგნიუმის ასკორბატი) - 50 მგ
კალციუმი (კარბონატი & ასკორბატი) - 50მგ
მაგნიუმი (ოქსიდი & ასკორბატი) - 25მგ
დოკოზაჰექსაენოინის მჟავა - 25მგ
ნიაცინი (ნიაცინამიდი) - 8მგ
ვიტამინი E (D-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 5მგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 5მგ
რკინა (ბისგლიცინატის ქელატი [Ferrochel™]) - 5მგ
თუთია (ბისგლიცინატის ქელატი [TRAACS™]) - 3მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 1მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 1მგ
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 0.8მგ
მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი [TRAACS™]) - 0,5მგ
ვიტამინი A (პალმიტატი) - 400მკგ
სპილენძი (გლუკონატი) - 0,3მგ
ფოლატი (კალციუმის l-მეთილფოლატი) - 200მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) - 75მკგ
ბიოტინი (d-ბიოტინი) - 50მკგ
სელენი (სელენომეთიონინი) - 20მკგ
ქრომი (პიკოლინატი) - 10მკგ
K2 როგორც MK-7 (MenaQ7®)* - 10მკგ
ვიტამინი D3 (მიღებულია ლიქენიდან) - 200სე
მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) - 2,5მკგ
ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - 2მკგ
Magnifood - ის კომპლექსი - 290მგ
სპირულინა (Spirulina platensis) - 100მგ
ჭარხალი (Beta vulgaris) - 50მგ
მაყვალი (Rubus fruticosus) - 50მგ
ისპანახი (Spinacia oleracea) - 20მგ
ბროკოლი (Brassica oleracea) - 20მგ
წყლის წიწმატი (Nasturtium officinale) - 20მგ
ბაბუაწვერა (Taraxacum officinalis) - 20მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 10მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი 4-12 წლამდე ბავშვებისთვის
გამოყენება:
- 4-12 წლამდე ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
- ბავშვებს, რომელთაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე (წვენი, სმუზი, იოგურტი).
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
- 3 წლამდე ასაკის ბავშვები
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 2 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.