

Terranova - ფოლის მჟავას კომპლექსი 400მკგ კაფს. N100
COMING SOON
- ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი/წითელი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, სოიოს, სიმინდის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - ფოლის მჟავას კომპლექსი უზრუნველყოფს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შევსებას ორსულობამდე და ორსულობის დროს, არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, უზრუნველყოფს ანემიის პრევენციას.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ფოლატს, კალციუმის L-მეთილფოლატის სახით, რომელიც მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა ორსულობის დროს იცავს ნაყოფს ტერატოგენური ფაქტორების ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებასა და ფუნქციონირებას. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს გენეტიკური მასალის სინთეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
ფოლის მჟავა (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 400მკგ
Magnifood-ის კომპლექსი – 500მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 200მგ
ჭარხალი (Beta vulgaris) - 150მგ
ისპანახის ფოთოლი (Spinacia oleracea) - 75მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 75მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევა
- სხვადასხვა გენეზის ანემია
- ჰომოცისტეინის დონის მომატება
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართეთ ექიმს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.