

Terranova - ფერმენტირებული აშვაგანდა კაფს. N50
COMING SOON
- ამცირებს სტრესს, შფოთვას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, სოიოს, სიმინდის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - ფერმენტირებული აშვაგანდა წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის, 100%-ით მცენარეული ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომლის ძირითადი მოქმედება დაკავშირებულია სტრესის მართვასთან და ფსიქოლოგიურ-ფიზიკური დატვირთვის შემცირებასთან. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ფიზიკური, ემოციური და მენტალური სტრესისადმი. უზრუნველყოფს ქალებში მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას, ხოლო მამაკაცებში აუმჯობესებს სექსუალურ დისფუნქციას.
ფორმულაში შემავალი აშვაგანდა მიღებულია მრავალსაფეხურიანი ფერმენტაციის გზით, ამ მეთოდით მიღებული აქტიური ნივთიერება მარტივად შეიწოვება ორგანიზმში, აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება და ადვილად გადამუშავდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
უნიკალური ფორმულა არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
ფერმენტირებული აშვაგანდას ფესვი (Withania somnifera) - 150მგ
აშვაგანდას ფესვი (Withania somnifera) - 100მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- სტრესი
- ფიზიკური და ფსიქიკური ამტანობის შემცირება
- ნერვული სისტემის დარღვევები
- უენერგიობა
- სუსტი იმუნიტეტი
- ანთება
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- სედატიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო ან სხვა რეცეპტული საშუალებებით მკურნალობისას დანამატების მიღებამდე სასურველია პაციენტებმა მიმართონ მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.