



mid/night 00.00 - შამპუნი 00.01 - 300მლ
- ყველა ტიპის თმისთვის
- აძლიერებს თმის ღერს, მატებს მოცულობას და ხელს უწყობს ზრდას
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს სულფატებს და პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია ესპანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Mid/night 00.00 - შამპუნი 00.01, როზმარინისა და ლიმნის სურნელით, სპეციალურად შექმნილია თქვენი თმის ყველა საჭიროებისთვის.
- როზმარინის ეთერზეთი ამაგრებს თმის ძირებს და ასტიმულირებს ფოლიკულებს ძლიერი, ჯანსაღი და ბზინვარე თმის ზრდისთვის.
- მოცვის ექსტრაქტი მდიდარია მულტივიტამინებით, რომლებიც ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას და შესაბამისად აჩქარებენ თმის ზრდას.
- მორინგაში შემავალი B ვიტამინი ზრდის თმის მოცულობას და ასტიმულირებს თმის ზრდას.
Mid/night 00.00 - შამპუნი 00.01 დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე სკალპზე, რადგან 97%- ით შეიცავს ბუნებრივ, არატოქსიურ ინგრედიენტებს. ასევე, არ შეიცავს სულფატებსა და პარაბენებს, რის გამოც იდეალურია კერატინით ან საღებავით დაზიანებული თმის გასაჯანსაღებლად.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- მოცვი
- როზმარინის ზეთი
- მორინგას ფოთლის ექსტრაქტი
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, კოკამიდოპრტოპილ ბეტაინი, კაპრილილ/კაპრილ გლუკოზიდი, ქსანტანის გუმფისი, პოლიკვატერნიუმი-10, ბრინჯის ქატოს ზეთი, ატმის კურკის ზეთი, ჟოჟობას თესლის ზეთი, პანთენოლი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, კოკო-გლუკოზიდი, პარფიუმი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ლიმონენი.
გამოყენება:
დაიტანეთ შამპუნი სველ თმაზე და ნაზად შეიზილეთ სკალპზე, სრულ აქაფებამდე. ქაფის მისაღებად მნიშვნელოვანია შამპუნის საკმარისი რაოდენობის გამოყენება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის სკალპის სრულ ზედაპირზე დატანა, რათა მოხდეს მისი გადანაწილება და თმის სიღრმისეული წმენდა. ბოლოს, შამპუნი უნდა ჩამოიბანოთ ნელთბილი ან ცივი წყლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თმის დაბანა ცხელი წყლით არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა და გაზარდოს სკალპის გამოშრობის რისკი.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
შამპუნი 00.01 ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.