Glow Hub - Zit Zap როლერი - 15მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

35.00 GEL
  • ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია აკნესკენ  მიდრეკილი კანისთვის.
  • აახლებს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ებრძვის გამონაყარს, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Glow Hub - Zit Zap როლერი სალიცილის მჟავას დახმარებით აახლებს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. ფორმულაში შემავალი პაპაიას ექსტრაქტი ანიჭებს კანს ბზინვარე და გლუვ ეფექტს, ხოლო ჩაის ხის ზეთი, ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ამასთანავე, პროდუქტი ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს და ხელს უწყობს კანის ჯანსაღი იერსახის შენარჩუნებას.

 შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • სალიცილის მჟავა
  • ჩაის ხის ზეთი
  • პაპაიას ექსტრაქტი

დამხმარე ინგრედიენტები:

ალოეს წვენი, პროპილენ გლიკოლი, გლიცერინი, Ppg-26-ბუტენი, ბუტილენ გლიკოლი, ნატრიუმის ასკორბილ ფოსფატი, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, Peg-40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, პოლისორბიტ 20, ბენზილის სპირტი, ქსანტანის გუმფისი, სორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ციტრონელოლი, გერანიოლი, ლიმონენი, ლინალოოლი.

გამოყენება:

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დილით, ასევე საღამოს. როლერის დახმარებით პროდუქტი დაიტანეთ ლოკალურად, პრობლემურ ადგილზე.  

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

უსაფრთხოება:

დღის განმავლობაში რეკომენდებულია მზისგან დამცავის გამოყენება.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.