











Glow Hub - The Scar Slayer როლერი - 15მლ
- ყველა ტიპის კანისთვის.
- ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ, პოსტაკნე ლაქებს და ნაწიბურებს. აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. ატენიანებს და ამშვიდებს კანს
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub - The Scar Slayer როლერი C ვიტამინითა და ტრანექსამინის მჟავით, ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ, პოსტაკნე ლაქებს და ნაწიბურებს. ამცირებს ახალი გამონაყარის განვითარებას, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. ფორმულაში შემავალი პრობიოტიკები ხელს უწყობენ კანის ტენიანობის შენარჩუნებას, რაც დადებითად მოქმედებს კანის ტექსტურაზე და სიჯანსაღეზე. ხოლო ალოე და მეი ჩანგი ბუნებრივად ამშვიდებს და ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას კანს გამოშრობის გარეშე.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- C ვიტამინი
- ტრანექსამინის მჟავა
- პრობიოტიკები
დამხმარე ინგრედიენტები:
ალოეს წვენი, პროპილენ გლიკოლი, გლიცერინი, წყალი, მეი ჩანგის ზეთი, კაკადუ ქლიავის ექსტრაქტი, ბენზილის სპირტი, PPG-26-ბუტენი, ქსანტანი, ნატრიუმის მეტაბისულფატი, PEG-40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, სალიცილის მჟავა, სორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, კალიუმის ჰიდროქსიდი, ციტრალი, ციტრონელოლი, გერანიოლი.
გამოყენება:
პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია საღამოს. როლერის დახმარებით პროდუქტი დაიტანეთ ლოკალურად, პრობლემურ ადგილზე.
უსაფრთხოება:
დღის განმავლობაში რეკომენდებულია მზისგან დამცავის გამოყენება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.