Glow Hub - The Scar Slayer სახის შრატი - 30მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

60.00 GEL
  • ყველა ტიპის კანისთვის
  • ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ და პოსტაკნე ლაქებს. ამცირებს ფორების ხილვადობას, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Glow Hub - The Scar Slayer სახის შრატი C ვიტამინისა და ტრანექსამინის მჟავას დახმარებით ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ და პოსტაკნე ლაქებს. უნიკალური ფორმულა ამცირებს ფორების ხილვადობას, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. C ვიტამინი იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და გარემო დაბინძურებისგან. გლიცერინი კი ბუნებრივად ამშვიდებს, ატენიანებს და ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას კანის გამოშრობის გარეშე.  

 შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • C ვიტამინი
  • ტრანექსამინის მჟავა
  • პრობიოტიკები

დამხმარე ინგრედიენტები:

წყალი, გლიცერინი, პოლისორბიტ 20, პროპანედიოლი, პროპილენ გლიკოლი, ტოკოფერილის აცეტატი, ლაქტობაცილის ფერმენტი, ფენოქსიეთანოლი, ლიმონმჟავა, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის მეტაბისულფატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის აცეტატი, იზოპროპილის სპირტი, ცელულოზა. 

გამოყენება:

დაიტანეთ რამდენიმე წვეთი სახეზე ყოველდღე, დილით და/ან საღამოს, დამატენიანებელი ან/და მზისგან დამცავი კრემის წასმამდე.  

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.