Humble - კბილის ძაფი სახელურით - ბავშვ. - ერთი ძაფით - Strawberry - N30

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

9.90 GEL
  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ნივთიერებებისა და ინგრედიენტებისგან შექმნილი საბავშვო კბილის ძაფი სახელურით
  • აქტიურად ასუფთავებს კბილებს ნადებისგან და იცავს კარიესისგან
  • ვარგისია განმეორებით გამოყენებისთვის
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური

ზოგადი მიმოხილვა:

ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის კბილის ძაფი, შექმნილია კბილებს შორის და ღრძილის ხაზის გასწვრივ ძნელად მისადგომი უბნების საფუძვლიანად გასაწმენდად, რაც აფერხებს კბილებზე ქვებისა და კარიესის განვითარებას.

სტომატოლოგიური ძაფის რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს ნადების და ბაქტერიების მოცილებას.

დინოზავრის ფორმის სახელური და მარწყვის არომატი კბილების წმენდას ბევრად სახალისოს და საინტერესოს ხდის ბავშვებისთვის, ხოლო მშობლებს საშუალება ეძლევათ ადრეული ასაკიდანვე მარტივად განუვითარონ ბავშვებს ჯანსაღი ჩვევები, ასწავლონ კბილის ძაფის სწორად გამოყენება და შეუნარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი. 

შემადგენლობა:

  • კბილის ძაფი: პოლიეთილენი (არ შეიცავს BPA და PFAS)
  • კბილის ძაფის სახელური: ბიოდეგრადირებადი ნივთიერებები(სიმინდის სახამებელი), პოლიპროპილენი (PP)

გამოყენება:

მშობლების დახმარებით ნაზად ჩაასრიალელეთ ძაფი კბილის ზევით-ქვევით ჯერ ერთი კბილის საზღვარზე, ხოლო შემდეგ მცირედით ამოწიეთ და მეორე კბილის მხარეს მოაქციეთ.
გაიმეორეთ ეს მოძრაობა კბილიდან კბილზე გადასვლისას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ ადგილას.