Callusan - Vinum C6 კრემ-მუსი დაღლილი ფეხებისთვის 125მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

41.00 GEL
  • ანთების საწინააღმდეგო, გამაგრილებელი კრემ-მუსი დაღლილი ფეხებისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგების და პოდოლოგების მიერ
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • დამზადებულია გერმანიაში

ზოგადი მიმოხილვა:

კალუსანის Vinum C6 კრემ-მუსი სპეციალურად შექმნილია ფეხების შეშუპების, სიმძიმის, დაღლილობის შესამსუბუქებლად და თავიდან ასაცილებლად. ყურძნის ფოთლებისა და ცხენისწაბლას ექსტრაქტის კომბინაცია, მასში შემავალი ფლავონოიდების წყალობით, ასტიმულირებს ვენებში სისხლის მიმოქცევას, ხსნის სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

გამაგრილებელი და დამატენიანებელი ინგრედიენტები ქმნის სიმსუბუქისა და სიახლის შეგრძნებას, ხოლო შიის კარაქი, ჟოჟობას ზეთი და ვიტამინები იძლევა ხანგრძლივ დამატენიანებელ ეფექტს.

კალუსანის ეს პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვინც მუდმივად ფეხზე დგას, ასევე მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს მჯდომარე მდგომარეობაში - სახლში, სამსახურში ან გრძელი მოგზაურობის დროს.

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

 

შემადგენლობა:

  • მთავარი ინგრედიენტები: ნუშის ზეთი, შარდოვანა, ცხენისწაბლას ექსტრაქტი, შიის კარაქი, მენთოლი, ვაზის ფოთლის ექსტრაქტი.
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, გლიცერინი, ბუტანი, C12-13 ალკილ ლაქტატი, ცეტერილის სპირტი, ცეტერილ გლუკოზიდი, პროპანი, სორბიტოლი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, C12-15 ალკილ ბენზოატი, ფენოქსიეთანოლი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, იზოპროპილის სპირტი, ვიტამინი E, ეთილჰექსილგლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, იზობუტანი, რძემჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.

გამოყენება:

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიეთ წინ.
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი.
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერჯერადად გამოყენება.  
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. 
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება.

უსაფრთხოება:

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს  30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.