Callusan - Forte C4 ფეხის დამატენიანებელი კრემ-მუსი 300 მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

62.00 GEL
  • დამატენიანებელი კრემ-მუსი კოჟრების და ნახეთქების საწინააღმდეგოდ
  • ტესტირებულია დერმატოლოგების და პოდოლოგების მიერ
  • რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • დამზადებულია გერმანიაში

ზოგადი მიმოხილვა:

 

კალუსანის Forte C4 დამატენიანებელი კრემ-მუსი ეფექტურად ატენიანებს და კვებავს მშრალ და მგრძნობიარე კანს მასში შემავალი სტეარინის მჟავას და შარდოვანას დახმარებით.  ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კანის ძლიერ დატენიანებას და უნარჩუნებს ტენს კანის ღრმა ფენებს, ხოლო სტეარინის მჟავა საიმედოდ იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის. 

შემადგენლობა:

  • მთავარი ინგრედიენტები: შარდოვანა 15%, ავოკადოს ზეთი, შიის კარაქი, სქუალინი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, გლიცერინი, C12-15 ალკილ ბენზოატი, C12-13 ალკილ ლაქტატი, ცეტერილის სპირტი, პროპანი, ცეტერილ გლუკოზიდი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, სორბიტოლი, სტეარინის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, იზობუტანი, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატის კოპოლიმერი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის ლაქტატი, რძემჟავა, პოლისორბატ 60, სორბიტანის იოსტეარატი.

გამოყენება:

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიეთ წინ.
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი.
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერჯერადად გამოყენება.  
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. 
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება.

უსაფრთხოება:

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს  30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.