Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი - 100გ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

55.00 GEL
  • ყველა ტიპის კანისთვის
  • წმენდს, ატენიანებს, იცავს და ანიჭებს კანს ბზინვარებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  •  არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free ).
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Glow Hub მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი, წმენდს კანს და აშორებს მაკიაჟს, როგორც სახიდან, ასევე თვალებიდან. ჰიალურონის მჟავას დახმარებით ბალმი ღრმად ატენიანებს კანს, ხოლო გლიცერინი და ატმის წყალი, ამცირებს სიმშრალეს და დაჭიმულობას. უზრუნველყოფს სირბილისა და ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.
ქოქოსის ზეთი ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას. სასიამოვნო მდგრადი სურნელი კი, მეტად კომფორტულს ხდის პროდუქტის გამოყენებას.    

შემადგენლობა:

მთავარი ინგრედიენტები:

  • ატმის ზეთი
  • ქოქოსის ზეთი
  • ჰიალურონის მჟავა

დამხმარე ინგრედიენტები:

ზეითუნის ზეთი, კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ცეტერილის სპირტი, შიის კარაქი, გულყვითელას ცვილი, ჰიდროგენირებული კოკო-გლიცერიდი, ტოკოფეროლი, გლიცერილის სტეარატი, PEG-100 სტეარატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ტრიიზოდეცილის ტრიმელიტატი, პარფიუმი, ბენზილ ბენზოატი, CI 77491/ CI 77492/ CI 77499 (რკინის ოქსიდები), CI 77891 (ტიტანის დიოქსიდი)

გამოყენება:

დაიტანეთ ბალმის მცირე რაოდენობა სახესა და თვალებზე. წრიული მოძრაობებით ნაზად დაიმასაჟეთ კანი სანამ პროდუქტი სრულად არ შეერევა მაკიაჟის ნარჩენებს. ბალმის მოსაშორებლად გამოიყენეთ სველი ნაჭერი, შემდეგ კი დაიბანეთ გამწმენდი გელით. 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.