Terranova - ვიტამინი D3 კომპლექსი 2000სე კაფს. N100

110.00 GEL

COMING SOON

  • უზრუნველყოფს D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკას და მკურნალობას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი/მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Terranova - ვიტამინი D3 კომპლექსი უზრუნველყოფს იმუნური და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვით ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის შედედების პროცესს და ფარისებრახლო ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებას. მონაწილეობს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებასა და ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს D3 ვიტამინს და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკას და მკურნალობას, ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი, კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას და მათ საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ძვლებსა და კბილებში. არეგულირებს ნერვული იმპულსების გატარებას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი, მიღებულია ლიქენიდან) 2000სე
Magnifood-ის კომპლექსი - 300მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 300მგ
ქინძის ფოთოლი (Coriandrum sativum) - 75მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 75მგ
შიიტაკე (Lentinula edodes) - 75მგ
სპირულინა (Spirulina platensis) - 75მგ

  • დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი

ჩვენება:

  • იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა
  • ზედა სასუნთქი გზების გართულებები
  • ძვლების ჯანმრთელობის დარღვევა
  • კალციუმის მეტაბოლიზმის დაქვეითება
  • ანთებითი პროცესები
  • D ვიტამინის დეფიციტი
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

გამოყენება:

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოება:

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.