

Terranova - ვიტამინი D3 2000სე & K2 100მკგ კაფს. N100
COMING SOON
- აუმჯობესებს D ვიტამინის შეწოვას ორგანიზმში, უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის , გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova ვიტამინი D3 & K2 კომპლექსი უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს, იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს D3 ვიტამინს, ქოლეკალციფეროლის ფორმით, ვიტამინ K2-ს და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის შეწოვა და ეფექტურობა. გარდა ამისა, ფორმულაში შევხვდებით საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს, რომლებიც დამატებით აძლიერებენ საკვები დანამატის ბიოშეღწევადობას.
უნიკალური ფორმულა აერთიანებს ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორ აუცილებელ ვიტამინს, რომელთა ერთობლივი მოქმედება ხელს უწყობს კალციუმის სათანადოდ ათვისებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. საკვები დანამატი მნიშვნელოვნად აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სხეულის დაცვას სხვადასხვა ინფექციებისგან.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
MCT ფხვნილი (ვეგანური საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები) - 50მგ
K2 როგორც MK-7 (MenaQ7®)* - 100მკგ
D3 ვიტამინი (მიღებული ლიქენიდან) - 2000სე
Magnifood - ის კომპლექსი - 500მგ
სტაბილიზირებული ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 150მგ
გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 100მგ
შიიტაკე (Lentinula edodes) - 100მგ
კალეს ფოთოლი (Brassica oleracea var acephala) - 100მგ
ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- ოსტეოპოროზი
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
- კალციუმის მეტაბოლიზმის დაქვეითება
- იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
- ანტიკოაგულანტური საშუალებებით (ვარფარინი) მკურნალობა
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.