

Terranova - გლუკოზამინი, ქონდროიტინი & ბოსველას კომპლექსი კაფს. N50
COMING SOON
- ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ნაცრისფერი/მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, სოიოს, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - გლუკოზამინი, ქონდროიტინი & ბოსველას კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. უზრუნველყოფს ხრტილის, იოგების, მყესებისა და სინოვიალური სითხის ფორმირებას.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს გლუკოზამინს, ქონდროიტინს, ბოსველიას ექსტრაქტსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავას სინთეზს, ამცირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების საჭიროებას, აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას, მოქმედებს ხრტილის ჰიდრატაციაზე და აუმჯობესებს სახსრის მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი - 1000მგ
ქონდროიტინის სულფატი - 600მგ
ბოსველიას ექსტრაქტი (Boswellia serrata) - 100მგ
Magnifood - ის კომპლექსი - 600მგ
ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 200მგ
ჯინჯერის ფესვი (Zingiber officinale) - 200მგ
სვია (Humulus lupulus) - 100მგ
როზმარინის ფოთოლი (Salvia Rosmarinus) - 100მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- სახსრების ტკივილი
- სახსრების ანთებითი დაავადებები
- სპორტული ტრავმები
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება ორი კაფსულა დღეში ორჯერ.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- დიაბეტის მქონე პაციენტებმა დანამატის მიღებამდე სასურველია მიმართონ მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.