

Humble - საოჯახო ნაკრები - კბ. ჯაგრ. ზრდ. (12+წ.) - Medium N5
- ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბამბუკის კბილის ჯაგრისები ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით.
- სპეციალურად შექმნილია უფროსებისთვის, 12 წლიდან.
- არ აზიანებს მინანქარს და ეფექტურად აშორებს ნადებს.
- აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
ძირითადი ინფორმაცია:
Humble კბილის ჯაგრისები დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან, რომელიც დაფარულია ბუნებრივი ცვილით, ხოლო ჯაგრულები, უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან ( არ შეიცავს BPA-ს), რომლის 65% მცენარეული მასალაა და მიღებულია აბუსალათინის მარცვლებისგან.
ჯაგრისის თავის უნიკალური დიზაინი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის წმენდას, არ აზიანებს მინანქარს და უნარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას პირის ღრუს მთელი დღის განმავლობაში.
Humble კბილის ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოაციაციის მიერ, პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.
შემადგენლობა:
- კბილის ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
- უჟანგავი ფოლადის დამჭერები
- კბილის ჯაგრისის სახელური: მცენარეული ცვილით დაფარული ბამბუკი
გამოყენება:
კბილების გამოხეხვა უნდა დაიწყოთ ნაზი, მსუბუქი და წრიული მოძრაობებით ღრძილებიდან კბილის მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით. კბილის ჯაგრისი უნდა გეჭიროთ ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურად დახრილ მდგომარეობაში. გაიხეხეთ 2 წუთის განმავლობაში, დილით და საღამოს.
უსაფრთხოება:
12 წლამდე ბავშვებისთვის ჯაგრისის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები:
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.