











Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი სახის ნიღაბი-სტიკი - 35გ
- ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
- აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub გამწმენდი და გამაღიავებელი სახის ნიღაბი-სტიკი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, შავი ჩაისა და მოცვის ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების დახმარებით ებრძვის აკნეს. აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას. ფორმულაში შემავალი სალიცილის მჟავასა და თეთრი ტირიფის ქერქის მოქმედებით აახლებს კანის ტექსტურას, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას. ხოლო, თიხა კაოლინი ასუფთავებს და აჯანსაღებს კანს. პროდუქტი უზრუნველყოფს ხავერდოვან შეგრძნებას კანზე.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- შავი ჩაი
- სალიცილის მჟავა
- თიხა კაოლინი
დამხმარე ინგრედიენტები:
ალოეს წვენი, გლიცერინი, კაოლინი, პროპილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, ჰექტორიტი, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, მოცვის ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, პოლისორბიტ 20, ბუტილენ გლიკოლი, Peg-40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ბენზილის სპირტი, ეთილჰექსილგლიცერინი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატიუმის გლუკონატი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, სორბინის მჟავა, ბიოტინი, CI 77007 (ულტრამარინი), CI 77499 (რკინის ოქსიდი).
გამოყენება:
პროდუქტის გამოყენება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, კვირაში 1-2ჯერ. დაიტანეთ კანზე თხელ ფენად და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
უსაფრთხოება:
მოარიდეთ თვალებს
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.