











Glow Hub - დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი - 90მლ
- ყველა ტიპის კანისთვის
- ეფექტურად ამშვიდებს ეპიდერმისს, აღადგენს კანის ბარიერს და ამცირებს სიწითლეს
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი, ომეგა 3-ით გამდიდრებული კანაფის ზეთისა და ანთების საწინააღმდეგო ჟოჟობას ექსტრაქტის დახმარებით ეფექტურად ამშვიდებს ეპიდერმისს, აღადგენს კანის ბარიერს და ამცირებს სიწითლეს. ჰიალურონის მჟავა დამატებით უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ამცირებს სიმშრალეს და დაჭიმულობას. პროდუქტი ტოვებს სასიამოვნო კომფორტულ შეგრძნებას.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- კანაფის თესლის ზეთი
- ჟოჟობა
- ჰიალურონის მჟავა
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, პროპილენ გლიკოლი, პოლისორბიტი 20, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ეთილჰექსილგლიცერინი, პარფიუმი, ნატრიუმის გლუკონატი, ბენზილის სპირტი, ბენზილ ბენზოატი, ბენზილ სალიცილატი, ჰექსილ ცინამალი, ჰიდროქსიციტრონელალი, Ci 19140 (ყვითელი 5 ), Ci 42090 (ლურჯი1)
გამოყენება:
მისტის გამოყენება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაკიაჟის წინ ან მის შემდეგ. შეანჯღრიეთ 2-3 ჯერ და უხვად შეისხურეთ თვალდახუჭულ მდგომარეობაში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.