

Callusan - Verde C8 კრემ-მუსი ნეიროდერმატიტისთვის 40მლ
- დამატენიანებელი კრემ-მუსი ნეიროდერმატიტისთვის, მშრალი, გაღიზიანებული,
ქავილისკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის - ტესტირებულია დერმატოლოგების და პოდოლოგების მიერ
- რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის
- ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
- ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
- დამზადებულია გერმანიაში
ზოგადი მიმოხილვა:
კალუსანი Verde C8 დამატენიანებელი კრემ-მუსი შექმნილია უკიდურესად მგრძნობიარე, ატოპიური, გაღიზიანებული და მშრალი კანისთვის. უნიკალური ფორმულით შემუშავებული მოვლის კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს სწრაფი და მდგრადი ეფექტის მისაღებად.
შარდოვანა 5%: აძლიერებს ტენის შეკავებას. ტოვებს კანს რბილს, ელასტიურს და გლუვს, გამოშრობის ან გაღიზიანების გარეშე.
კანაფის თესლის ზეთი: მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. ატენიანებს, ზრდის კანის ელასტიურობას, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას.
ფურისულას ზეთი: აძლიერებს კანის ბარიერს და ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას. ეხმარება კანს განახლებაში, არბილებს და ამცირებს აქერცვლას.
ბარამბოს ეთერზეთი: დამამშვიდებელი ეფექტის წყალობით, ხსნის დაძაბულობას და აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს.
მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.
შემადგენლობა:
- მთავარი ინგრედიენტები: შარდოვანა, კანაფის თესლის ზეთი, კანაბიდიოლი, ფურისულას ზეთი, შიის კარაქი, ციტრონელას ზეთი.
- დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, გლიცერინი, ცეტერილის სპირტი, C12-13 ალკილ ლაქტატი, C12-15 ალკილ ბენზოატი, ცეტერილ გლუკოზიდი, პროპანი, ლორეტ-9, სორბიტოლი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, სტეარინის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, საქარიდის იზომერატი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, ქსანტანის გუმფისი, იზობუტანი, ეთილჰექსილგლიცერინი, რძემჟავა,ნატრიუმის ციტრატი.
გამოყენება:
- ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიეთ წინ.
- გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი.
- კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერჯერადად გამოყენება.
- პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
- არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება.
უსაფრთხოება:
- ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
- ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.