

Callusan - Sante C9 სხეულის დამტენიანებელი კრემ-მუსი 175მლ
- დამატენიანებელი კრემ-მუსი დასტრესილი, დაჭიმული კანის მოვლისთვის
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
- ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
- დამზადებულია გერმანიაში
ზოგადი მიმოხილვა:
კალუსანის Sante C9 დამატენიანებელი კრემ-მუსი ეფექტურად ატენიანებს და კვებავს მშრალ და მგრძნობიარე კანს მასში შემავალი სტეარინის მჟავას და შარდოვანას დახმარებით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კანის ძლიერ დატენიანებას და უნარჩუნებს ტენს კანის ღრმა ფენებს, ხოლო სტეარინის მჟავა საიმედოდ იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.
შემადგენლობა:
- მთავარი ინგრედიენტები: შარდოვანა 5%, ავოკადოს ზეთი, ჩუფას ზეთი, პარფიუმი, შიის კარაქი.
- დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, გლიცერინი, C12-15 ალკილ ბენზოატი, C12-13 ალკილ ლაქტატი, ცეტერილის სპირტი, პროპანი, ცეტერილ გლუკოზიდი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, სორბიტოლი, სტეარინის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი,კარაქი, იზობუტანი, ქსანტანის გუმფისი, ეთილჰექსილგლიცერინი, რძემჟავა, ნატრიუმის ლაქტატი.
გამოყენება:
- მუსის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიეთ წინ.
- გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი.
- კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე ყოველი ხელის დაბანის შემდგომ.
- სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერჯერადად გამოყენება.
- პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
- არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება.
უსაფრთხოება:
- ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
- ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.