Callusan - Rapid C7 კრემ-მუსი ტერფის სოკოს საპრევენციოდ 125მლ

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

41.00 GEL
  • დამატენიანებელი კრემ-მუსი ათლეტის ტერფის, სოკოს მიმართ სენსიტიური
    კანის მოვლისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგების და პოდოლოგების მიერ
  • რეკომენდებულია სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის
  • რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • დამზადებულია გერმანიაში

ზოგადი მიმოხილვა:

კალუსანის კრემ-მუსი Rapid C7 ეფექტურად ატენიანებს და აღადგენს გამომშრალ კანს და განსაკუთრებით რეკომენდებულია დიაბეტური ტერფის მოვლისთვის. ძირითადი დამატენიანებელი კომპონენტი - 5%-იანი შარდოვანა- აღწევს კანის შიდა ფენებში და ხელს უწყობს კანში ტენის ხანგრძლივ შენარჩუნებას. კანი ხდება შესამჩნევად გლუვი და ელასტიური რამდენიმე გამოყენების შემდეგ.

ანტიბაქტერიული დაცვის, სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლისთვის კრემ-მუსი შეიცავს შავი მოცხარის და ისლანდიური ხავსის ბუნებრივ ექსტრაქტებს, რომლებიც ხასიათდებიან ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

შემადგენლობა:

  • მთავარი ინგრედიენტები: შარდოვანა 5%, შავი მოცხარის თესლის ზეთი, შიის კარაქი, სქუალინი, შავი მოცხარის ექსტრაქტი, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი.
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, გლიცერინი, C12-13 ალკილ ლაქტატი, C12-15 ალკილ ბენზოატი, ცეტერილის სპირტი, პროპანი, ცეტერილ გლუკოზიდი, ჰექსილდეკანოლი, ჰექსილდეცილ ლაურატი, სორბიტოლი, სტეარინის მჟავა, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის კაპროილი/ლაუროილ ლაქტილატი, ნატრიუმის ლაუროილ სარკოსინატი, ეთილჰექსილგლიცერინი, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატის კოპოლიმერი, იზობუტანი, პროპილენ გლიკოლი, რძემჟავა, პოლისორბატ 60, ნატრიუმის ლაქტატი, სორბიტანის იოსტეარატი.

გამოყენება:

  • ქაფის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიეთ წინ.
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღოთ მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი.
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე დღეში ორჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერჯერადად გამოყენება.  
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. 
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება.

უსაფრთხოება:

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს  30°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.