![Graviton For Diabetes Day - Improving the lives of those living with diabetes](http://graviton.ge/cdn/shop/articles/DSC_0343_2.jpg?v=1731680814&width=480)
სამედიცინო საზოგადოება გაერთიანდა დიაბეტის მსოფლიო დღის ირგვლივ, ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა დიაბეტის, მისი გამოწვევებისა და ეფექტური მენეჯმენტის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. წლევანდელი თემა - „დიაბეტი და კეთილდღეობა“ - ასახავს საერთო ვალდებულებას დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გრავიტონმა გაიზიარა საკითხის მნიშვნელობა და ღონისძიების ორგანიზებაში თავისი წვლილიც შეიტანა. დამსწრე საზოგადოებას გააცნო Callusan-ის დიაბეტური ტერფის მოვლის ინოვაციური პროდუქტები და Terranova-ს კომპლექსური საკვები დანამატები, რომლებიც შექმნილია მეტაბოლური პროცესების გასაუმჯობესებლად, ორგანოთა და მათი სისტემების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.
ცნობიერების ამაღლების და კონკრეტული ქმედებების დღე
დიაბეტის მსოფლიო დღე არის დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყველაზე დიდი კამპანია, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაში 1 მილიარდზე მეტ ადამიანს აწვდის ინფორმაციას დაავადების შესახებ.
დიაბეტით დაავადებული მილიონობით ადამიანი ყოველდღიურ გამოწვევებს აწყდება საკუთარი მდგომარეობის მართვაში - სახლში, სამსახურსა, თუ სკოლაში.
ადრეული დიაგნოსტიკით, სათანადო ზრუნვითა და მხარდაჭერით შესაძლებელია დაავადების ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორიცაა მხედველობის დაკარგვა ან ამპუტაცია.
დიაბეტის მსოფლიო დღის კამპანიაში ჩართვამ გრავიტონს საშუალება მისცა, გაცნობოდა დიაბეტიან პირთა ძირითად საჭიროებებს, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის გაეზიარებინა ნოვაციები დაავადების ქრონიკული გართულებების კომპლექსური მართვის კუთხით.
დიაბეტური ტერფის მოვლა
დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის უმძიმესი გართულებაა, რადგან იგი მთელ მსოფლიოში არატრავმული ამპუტაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუმცა, ამპუტაციის შემთხვევათა ნახევარი შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ტერფის სწორი მოვლითა და მუდმივი მეთვალყურეობით.
დიაბეტის დროს ტერფის კანი შრება, ხშირად ჩნდება ნახეთქები და ნაკაწრები, საიდანაც ადვილად იჭრება ინფექცია.
Callusan - ინოვაციური კრემ-მუსის ხაზია, რომელიც შემუშავებულია გერმანიაში, სპეციალურად დიაბეტური ტერფის მოვლისათვის. მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი, შეიწოვება მყისიერად, არ ტოვებს ცხიმიან კვალს. გამოიყენება დიაბეტური ქუსლის, კოჟრების, სოკოვანი ინფექციების საპრევენციოდ, მშრალი კანის მოსავლელად. არ ახშობს ფორებს, წასმისთანავე შეგიძლიათ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ჩაცმა. კალუსანი ტესტირებულია კლინიკურად და რეკომენდებულია პოდოლოგების და დერმატოლოგების მიერ.
დიაბეტური ტერფის მოვლისთვის გამოიყენება ბრენდის შემდეგი დასახელებები: Hydro - რომელიც ინიშნება ძირითადად მშრალი კანისთვის, Extra - რომელიც გამოიყენება ძალიან მშრალი კანის შემთხვევაში, Forte - რომელიც კოჟრებიანი და ნახეთქებიანი ტერფის მოვლისთვის არის რეკომედებული, Rapid - რომელიც სოკოვანი ინფექციის პროფიკალტიკისთვის გამოიყენება.
Terranova-ს საკვები დანამატები - ჰოლისტიკური კეთილდღეობის მხარდაჭერა
დიაბეტის მკურნალობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სიმპტომების მართვით. ის კომპლექსური დაავადებაა, რომელიც დეკომპენსაციისას ორგანიზმის, თითქმის, ყველა ორგანოსა და სისტემას აზიანებს. Terranova -ს პროდუქტები შექმნილია ბუნებრივი ბალანსის გასაუმჯობესებლად, ისინი შეიცავს Magnifood კომპლექსს, რომელიც თითოეული პროდუქტისთვის ინდივიდუალურად აღებული მცენარეების ნარევია. ტრადიციული ფორმულებისგან განსხვავებით, Magnifood-ის კომპლექსი ისე არის შერჩეული, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს სასარგებლო ინგრედიენტების შეწოვა და აქტივაცია. ეს დანამატები აძლიერებს ენერგიას, იმუნიტეტს და ზოგადად, ჯანმრთელობას. შესაბამისად, ძირითად მკურნალობასთან ერთად, ეხმარება პაციენტებს უკეთ მართონ თავიანთი მდგომარეობა.
ბრენდის პროდუქტებიდან , დიაბეტის მართვის პროცესში, ექიმთან კონსულტაციის შედეგად ინიშნება: Terranova - ქრომი, დარიჩინი & ლიპოის მჟავა კომპლექსი - ეს კომპლექსი უწყობს ხელს ინსულინს სრულყოფილ ფუნქციონირებასა და სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში. Terranova - ვიტამინი D3 2000სე & K2 100მკგ კომპლექსი - ტიპი 1 დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორებში დ ვიტამინის დეფიციტიც მოიაზრება. Terranova - B-კომპლექსი C-ვიტამინით - დიაბეტური ნეიროპათიის კომპლექსურ მკურნალობაში ბ კომპლექსს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. Terranova - პრობიოტიკების კომპლექსი პრებიოტიკებით - დიაბეტის კომპლექსურ მკურნალობაში დიდი როლი ენიჭება პრობიოტიკებსა და ნაწლავის მიკროფლორას.
პოზიტიური ცვლილებები
დიაბეტის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს კოლექტიური მოქმედების ძალას. მსგავს ინიციატივებში ჩართულობით, Graviton იმედოვნებს, რომ პოზიტიური ქმედებები შემდგომშიც გაგრძელდება და შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ დიაბეტიან პირთა ხარისხიანი მოვლისა და კეთილდღეობის საქმეში.