

Terranova - ქრომი, დარიჩინი & ლიპოის მჟავა კომპლექსი კაფს. N50
COMING SOON
- აძლიერებს ინსულინის მოქმედებას, აქვეითებს მადას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - ქრომი, დარიჩინი & ლიპოის მჟავას კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზისა და ტრიგლიცერიდების დონის ნორმალიზებას. აძლიერებს ინსულინის მოქმედებას, აქვეითებს მადას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას. აუმჯობესებს იმუნური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ქრომს, ალფა ლიპოის მჟავას, თუთიას, ქვერცეტინს, ასტრაქსანტინსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს მიოკარდიუმის ცილებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
ალფა ლიპოის მჟავა - 150მგ
ქვერცეტინი (იაპონური სტიფნოლობიუმი) - 50მგ
თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 10მგ
ასტაქსანტინი - 500მკგ
ქრომი (პიკოლინატი) - 200მკგ
Magnifood-ის კომპლექსი - 975მგ
დარიჩინი (Cinnamomum zeylanicum/verum) - 700მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 125მგ
მაჩა მწვანე ჩაის ფოთოლი (Camellia sinensis) - 50მგ
ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50მგ
ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- სისხლში შაქრის დონის დარღვევა
- ჭარბი წონა
- სისხლის მიმოქცევის დარღვევები
- მეტაბოლური სინდრომი
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- ანტიდიაბეტური საშუალებებით მკურნალობისას, დანამატის მიღებამდე პაციენტებმა სასურველია მიმართონ მკურნალ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.