![Terranova - ვოლაგენი & ჰიალურონის მჟავა კომპლექსი კაფს. N50](http://graviton.ge/cdn/shop/files/5443-UK-VOLLAGEN_HYALURONICACIDCOMPLEX50-wiz.png?v=1735302822&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/5443-UK-VOLLAGEN_HYALURONICACIDCOMPLEX50-wiz.png?crop=center&height=10&v=1735302822&width=10)
Terranova - ვოლაგენი & ჰიალურონის მჟავა კომპლექსი კაფს. N50
COMING SOON
- აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, სოიოს, გლუტენის, საფუარის, რძის
პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე - დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - ვოლაგენი & ჰიალურონის მჟავა კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს თმის, კანის, ფრჩხილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს Vollagen® - ს, ჰიალურონის მჟავასა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს
მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისათვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ვოლაგენი წარმოადგენს ინოვაციურ ფორმულას, რომელიც შეიცავს ამინო მჟავების კომპლექსს იმავე თანაფარდობით, რაც ადამიანის სხეულში კოლაგენი, განსხვავებით სხვა პროდუქტებისგან ვოლაგენი ადვილად შეიწოვება ორგანიზმში, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას. ვოლაგენის და ჰიალურონის მჟავის კომბინაცია მნიშვნელოვნად ატენიანებს და ამკვრივებს კანს. ეფექტურად ებრძვის სიმშრალეს და ხდის კანს ელასტიურს. გამოიყენება ფრჩხილის მტვრევადობისა და აშრევების დროს. ეფექტურია მოტეხილობებისა და ჭრილობების შემდეგ. გამოიყენება ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების დროს. საკვები დანამატის შემადგენლობაში ჰიალურონის მჟავა შედის როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი მოლეკულური მასის სახით, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას როგორც კანის ასევე სახსრების გაჯანსაღებაში. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
კოლაგენი - 500მგ
ჰიალურონის მჟავა - 50მგ
Magnifood-ის კომპლექსი - 200მგ
ასკილი (Rosa canina) - 250მგ
მაჩა (Camellia sinensis) - 100მგ
შვიტა (Equisetum arvense) - 25მგ
ოხრახუში (Petroselinum crispum) - 25მგ
ჭინჭარი (Urtica dioica) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- კანის სიმშრალე
- კანის ელასტიურობის დაქვეითება
- თმის ცვენა
- ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება
- სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
- კუნთოვანი სისტემა (მყესები, იოგები და ხრტილები)
გამოყენება:
ზრდასრულებში მიიღება ორი კაფსულა ჭამის დროს.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.