Terranova - ვოლაგენის კომპლექსი კაფს. N50

90.00 GEL

COMING SOON

  • აუმჯობესებს თმის, კანის, ფჩილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Terranova - ვოლაგენის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს თმის, კანის, ფრჩილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს Vollagen® - ს და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისათვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ტერანოვას ვოლაგენი ინოვაციური ფორმულაა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობის კოლაგენით. შეიცავს ამინომჟავების კომპლექსს იმავე თანაფარდობით, რაც გვხვდება ადამიანის სხეულის კოლაგენში და ადვილად შეწოვის ხარჯზე ბევრად ეფექტური მოქმედებით ხასიათდება. ვოლაგენი კანს მატებს ელასტიურობას და ანიჭებს ჯანსაღ ელფერს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე არსებულის შემდგომ განვითარებას, მკვეთრად აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

კოლაგენი - ამინომჟავების კომპლექსი - 1000მგ
Magnifood - ის კომპლექსი - 450მგ
ასკილი (Rosa canina) - 250მგ
მაჩა (Camellia sinensis) - 100მგ
არონია (Aronia melanocarpa) - 50მგ
მოცვი (Vaccinium myrtillus) - 50მგ

  • დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი

ჩვენება:

  • კანის სიმშრალე
  • კანის ელასტიურობის დაქვეითება
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება
  • კუნთოვანი სისტემა (მყესები, იოგები და ხრტილები)
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები

გამოყენება:

ზრდასრულებში მიიღება ერთი-ორი კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს. 

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოება:

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.