Terranova - მაგნიუმის კომპლექსი 100მგ კაფს. N50

75.00 GEL
  • ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, კუნთების ფუნქციონირებას, ნერვული სისტემის ბალანსს, ამცირებს დაღლილობასა და სტრესს.
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის,სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

ზოგადი მიმოხილვა:

Terranova - მაგნიუმის კომპლექსი წარმოადგენს 100%-ით მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე საკვებ დანამატს, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში და აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის, წნევის რეგულირებისთვის, კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალია, მისი ნაკლებობა ხშირად დაკავშირებულია კუნთების სპაზმებთან, დაღლილობასთან და ძილის დარღვევებთან.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა დამატებით შეიცავს Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის შეწოვა და აქტივაცია.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:
მაგნიუმი (ბისგლიცინატის ქელატი) - 100მგ
პირიდოქსალ 5 - ფოსფატი (PLP)
- 0.5მგ
Magnifood-ის კომპლექსი
– 275მგ
სტაბილიზირებული ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100მგ
მწვანე შვრიის თესლი (Avena Sativa) - 50გ
ჭინჭრის ფოთოლი (Urtica Dioica) - 50მგ
გოგრის თესლი (Cucurbita Pepo) - 50მგ

  • დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი

ჩვენება:

  • ოსტეოპოროზი
  • დაღლილობა
  • მენოპაუზა
  • ინსომნია (უძილობა)
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა
  • ნერვული სისტემის დარღვევა
  • სტრესი და შფოთვა
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები

გამოყენება:

ზრდასრულებისთვის, მიიღება 2-4 კაფსულა კვების დროს.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

გვერდითი ეფექტები:

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოება:

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • შეიცავს შვრიის მარცვლებს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.