

Terranova - მომნელებელი ფერმენტების კომპლექსი კაფს. N50
COMING SOON
- აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ოპტიმალურ მონელებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მომწვანო/მოყავისფრო წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, სოიოს, სიმინდის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Terranova - მომნელებელი ფერმენტების კომპლექსი წარმოადგენს მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ოპტიმალურ მონელებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ფართო სპექტრის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა აერთიანებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ფართო ჯგუფს, მათ შორის პროტეაზას, ამილაზას და ლიპაზას, რომლებიც სინერგიულად მუშაობენ ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების და ბოჭკოების დასაშლელად. აუმჯობესებენ საკვები ნივთიერებების შეწოვას და ამცირებენ დისკომფორტს მუცლის არეში. აღსანიშნავია ალფა გალაქტოზიდაზა, რომელიც მარტივად უმკლავდება ისეთ რთულ კარბოჰიდრატებს, როგორიცაა ლობიო და სხვა მარცვლეული პროდუქტები.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
პროტეაზა (A. oryzae) 14,690 HUT - 27,6მგ
ამილაზა (A. oryzae) 2,545 DU - 16,9მგ
ლაქტაზა (A. oryzae) 727 ALU - 7,3მგ
გლუკოამილაზა (A. niger) 6.5 AGU - 7,3მგ
ალფა-გალაქტოზიდაზა (A. niger) 109 GalU - 7,3მგ
პროტეაზა (A. niger) 36 SAPU - 6,8მგ
ინვერტაზა (S. cerevisiae) 291 SU - 3,3მგ
ლიპაზა (C. rugosa) 349 FIP - 1,9მგ
გლუკოამილაზა (R. oryzae) 0.72 AGU - 1,1მგ
ლიპაზა (A. niger) 7.27 FIP - 0,15მგ
ლიპაზა (R. oryzae) 7.27 FIP - 0,15
Magnifood-ის კომპლექსი – 450მგ
კამის თესლი (Foeniculum vulgare) - 100მგ
ქერის ღივი (Hordeum vulgare) - 100მგ
ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100მგ
ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50მგ
არტიშოკის ფოთოლი (Cynara scolymus) - 50მგ
ილის ნაყოფის გარსი (Elettaria cardamomum) - 25მგ
ნაღველას ფესვი (Gentiana lutea) - 25მგ
- დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
წყალი
ჩვენება:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა
- დისპეფსია
- ნახშირწყლების აუტანლობა
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი
- საკვების აუტანლობა
გამოყენება:
ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულა მსუბუქი კვების წინ, ხოლო 1 ან 2 კაფსულა ძირითადი კვების წინ.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
- ცელიაკია
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ანამნეზში
გვერდითი ეფექტები:
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უსაფრთხოება:
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართეთ ექიმს.
- შეიცავს ქერის ღივს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.