mid/night 00.00 - სახის მოვლის ნაკრები

შეიძინე ონლაინ




 
 
 




 


 


 

236.00 GEL
  • სახის კანის სრულყოფილი მოვლა
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
  • დამზადებულია ესპანეთში

mid/night 00.00 - სახის მოვლის ნაკრები, იდეალური კომბინაციაა ჯანსაღი და უნაკლო კანისთვის.

  • სახის შრატი 00.22

mid/night 00.00 - სახის შრატი 00.22, იდეალურია დილის რუტინაში გამოსაყენებლად. შრატში შემავალი 97% ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტების დახმარებით, კანი ბზინავს და დატენიანებულია მთელი დღის განმავლობაში.
4%-იანი სტაბილური C ვიტამინის დახმარებით, რომელიც ავლენს ძლიერ ანტიოქსიდანტურ ეფექტს, სახის კანი დაცულია თავისუფალი რადიკალებისგან და მავნე გარემო ზემოქმედებისგან, გარდა ამისა, ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას. ვაშლის ექსტრაქტისა და ვერბენას წყლის დახმარებით ავლენს ანტისეპტიკურ, დამამშვიდებელ ეფექტს და დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებას. სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კანის ყველა ფენის სრულ და სტაბილურ დატენიანებას.
30მლ

  • სახის კრემი 00.23

mid/night 00.00 - სახის კრემი 00.23 - ინოვაციური მულტი-პეპტიდური ფორმულა, ღამის დამატენიანებელი ეფექტით, აქტიურად ებრძვის ნაოჭების ხილვადობას. მაღალ-ეფექტური და ჰიპერ-კონცენტრირებული აქტიური ინგრედიენტების წყალობით კრემი მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში.

პეპტიდები აქტიურად ეხმარება კოლაგენის გამომუშავებას, ვიტამინი B5-ისა და ჰიალურონის მჟავის ორმაგი მოქმედება კი ამშვიდებს და ატენიანებს კანს, აღადგენს ბარიერს. აზიური ცენტელა ებრძვის კანის არათანაბარ ტონს და გაღიზიანებას.
50მლ


უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

პროდუქტები ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.  გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.