







Haakaa - Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი 120მლ N1
COMING SOON
- Haakaa - Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი ასრულებს, როგორც რძის საწველის ასევე, მკერდის საფენის ფუნქციას
- რძის ბუნებრივი საწველი უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას
- პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
- მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
- 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Shell Wearable რძის ბუნებრივი საწველი, სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. ორმაგი მოქმედების წყალობით შეუძლია, როგორც რძის გამოწველა, ასევე კოლექტორის ფუნქციის შეთავსება. მოხერხებული ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.
შემადგენლობა:
სამედიცინო ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. სტერილიზაციის დროს დარწმუნდით, რომ საწველის სარქველი ღიაა, რადგან არ დეფორმირდეს სილიკონი. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
რძის ბუნებრივი საწველი:
- გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ სარქველი მჭიდროდ არის მორგებული, რათა თავიდან აირიდოთ რძის გადმოღვრა. მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად დააჭირეთ თითი ნიჟარას და დააფიქსირეთ მკერდზე.
- თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, სარქვლის მოხსნით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
- თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ნიჟარაზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას ნიჟარაში, რომ არ გადაივსოს.
- როდესაც დაასრულებთ, მოხსენით სარქველი და გამოათავისუფლეთ წნევა. თითების დახმარებით ფრთხილად მოაშორეთ მკერდს და გადმოატრიალეთ ნიჟარა ისე, რომ რძე არ დაიღვაროს.
- რძის კონტეინერში მოსათავსებლად მოხსენით სარქველი და ფრთხილად გამოღვარეთ.
კოლექტორი:
საწველის კოლექტორად გამოყენების შემთხვევაში, ნიჟარა მოათავსეთ მკერდზე წნევის გარეშე და დააფიქსირეთ ბიუსტჰალტერით.
გაფრთხილება!!!
- არ გამოიყენოთ საწველი ვარჯიშის დროს, არ გადაიხაროთ ძლიერად ან არ დაწვეთ სარქვლის დახშობის გარეშე, რადგან შესაძლებელია რძე გადმოიღვაროს.
- დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული ან ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებული რძის მირთმევა თქვენი პატარებისთვის არ არის რეკომენდებული.
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი
- გამოყენებამდე დარწმუნდით რომ სარქველის მთლიანობა არ არის დარღვეული და სრულად გამტარია
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.