





Haakaa - Palm ღრძილების მასაჟორი N1
COMING SOON
- Haakaa - Palm ღრძილების მასაჟორის მრავალტექსტურული ზედაპირი ამსუბუქებს კბილების ამოსვლისას წარმოქმნილ ღრძილების ტკივილს
- კომპაქტური ფორმის დახმარებით პატარა ადვილად იჭერს მასაჟორს, ხოლო ფერადი ზედაპირი ხელს უწყობს სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას
- გამოიყენება 3 თვიდან
- არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
- 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Palm ღრძილების მასაჟორი ეფექტურად ამსუბუქებს კბილების ამოსვლისას წარმოქმნილ ღრძილების ტკივილს. მისი უნიკალური, ფერადი დიზაინი და განსაკუთრებული ფორმა, ხელს უწყობს ბავშვის სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული პროდუქტი არ აღიზიანებს ღრძილებს. მისი გაყინვა შესაძლებელია მაცივარში, რათა უფრო ეფექტურად მოიხსნას ტკივილი. მოქნილი და კომპაქტური ფორმა, უმარტივებს პატარას დამოუკიდებლად მასაჟორის გამოყენებას.
შემადგენლობა:
სამედიცინო ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
უსაფრთხოება:
დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.