Haakaa - Goat Wool ბავშვის თმის ჯაგრისი და სავარცხელი N2

72.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - Goat Wool ბავშვის თმის ჯაგრისი და სავარცხელი - შექმნილია ჩვილის თმის ყოველდღიური მოვლისთვის
  • ნაზი მატყლის ჯაგრულები არ იწვევს ქავილს და გაღიზიანებას
  • უზრუნველყოფს სებორეული დერმატიტის პრევენციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
  • გამოიყენება 0 თვიდან
  • 100% ნატურალური, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - Goat Wool ბავშვის თმის ჯაგრისი და სავარცხელი შექმნილია ჩვილების თმის ყოველდღიური მოვლისთვის. ნაზი მატყლის ჯაგრულები არ იწვევს ქავილსა და გაღიზიანებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ჯანსაღ ზრდას. ნაკრები უზრუნველყოფს სებორეული დერმატიტის, ქერტლისა და აკვნის ქუდის წარმოქმნის პრევენციას. პროდუქტი დამზადებულია 100% ნატურალური მასალებისგან, რაც ეფექტურად იცავს ბავშვის მგრძნობიარე კანს.

შემადგენლობა:

  • თმის ჯაგრისის - ბრაზილიური ჰევეას ხე და თხის მატყლი
  • სავარცხელი - ნეკერჩხლის ხე

გამოყენება და მოვლა:

ჯაგრისის ეფექტურად გასაწმენდად რეკომენდებულია შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენება. გასუფთავებისას დარწმუნდით, რომ ჯაგრისის ხის სახელური არ დასველდება. პროდუქტი გააშრეთ სრულყოფილად, რათა თავიდან აიცილოთ ჯაგრისზე ობის, ხოლო ხის ზედაპირზე ბზარების გაჩენა. ნეკერჩხლის ხის სავარცხელი გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით, ხოლო შესანახი ჩანთისთვის გამოიყენეთ სარეცხი მანქანა. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

  • ნელი, წრიული მოძრაობით დაუმასაჟეთ ბავშვს სკალპი.
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ, გაასუფთავეთ ჯაგრისი და სავარცხელი.

გაფრთხილება!!!
პროდუქტი დამზადებულია 100% ნატურალური ნივთიერებებისგან, შესაძლოა თავდაპირველად ჰქონდეს სპეციფიური სუნი, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება.

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
  • მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის ბოთლის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო.

შენახვის პირობები:

პროდუქტი შეინახეთ ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით. ნეკერჩხლის ხის სავარცხელმა შესაძლოა ბუნებრივად გამოყოს ზეთი, რაც ყვითელ კვალს დატოვებს პროდუქტზე. გამოყოფილი ნივთიერება არის უვნებელი და არატოქსიკური. ამ პროცესის შესაფერხებლად, რეკომენდებულია, გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას შენახვა.