![Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი 250მლ - ნაცრისფერი N1](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250-1.jpg?v=1738845908&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250-1.jpg?crop=center&height=10&v=1738845908&width=10)
![Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი 250მლ - ნაცრისფერი N1](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250-5_49ee49f1-0a5e-4b5c-8ec6-f9e5ce21afc6.jpg?v=1738845908&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250-5_49ee49f1-0a5e-4b5c-8ec6-f9e5ce21afc6.jpg?crop=center&height=10&v=1738845908&width=10)
![Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი 250მლ - ნაცრისფერი N1](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250.jpg?v=1738845908&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250.jpg?crop=center&height=10&v=1738845908&width=10)
![Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი 250მლ - ნაცრისფერი N1](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250-7_75d17995-b1c9-4a49-aa45-d21e4d02832c.jpg?v=1738845908&width=480)
![](http://graviton.ge/cdn/shop/files/BHK250-7_75d17995-b1c9-4a49-aa45-d21e4d02832c.jpg?crop=center&height=10&v=1738845908&width=10)
Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი 250მლ - ნაცრისფერი N1
COMING SOON
- Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი კომფორტული სახელურით შექმნილია, რათა ბავშვისთვის დამოუკიდებლად რძის მირთმევა მარტივი და სასიამოვნო გახდეს
- ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში
- საბავშვო ბოთლის საწოვარა იმეორებს დედის მკერდის ფორმას, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი კვებიდან ბოთლზე მარტივად გადასვლას
- ცვალებადი ნაკადი, გამოიყენება 6 თვიდან
- 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს PVC, BPA და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლი კომფორტული სახელურით შექმნილია, რათა ბავშვისთვის დამოუკიდებლად რძის მირთმევა მარტივი და სასიამოვნო გახდეს. თავსებადია Gen.3 პროდუქტების სხვადასხვა ნაწილებთან. ბოთლის საწოვარა მარტივად ნაცვლდება რძის ბუნებრივი საწველის თავით, საკვები კოვზით და თავსახურით. ანტიკოლიკური საწოვარა ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. მისი უსაფრთხო და მოსახერხებელი დიზაინი ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ფორმას, რაც ბავშვს ბუნებრივი კვებიდან ბოთლზე მარტივად გადასვლაში ეხმარება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ნაწილები, რომლებიც თავსებადია Generation 3 სილიკონის საბავშვო ბოთლთან იყიდება ცალკე.
შემადგენლობა:
- საბავშვო ბოთლი - სამედიცინო ხარისხის სილიკონი, პოლიფენილსულფონი
- საბავშვო ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
- საბავშვო ბოთლის რგოლი და თავსახური - პოლიპროპილენი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია, დაშლილ მდგომარეობაში, გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია, ადუღებულ წყალში, საწოვარას 5 წუთით, ხოლო ბოთლის სხვა კომპონენტების 2-3 წუთით დაყოვნება. ასევე, ოპტიმალურია, ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. ბოთლის სტერილიზაციისთვის შესაძლებელია ორთქლის სტერილიზატორის გამოყენება. პროდუქტი უნდა გაიწმინდოს მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რომ არ დაზიანდეს ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
- ბოთლში დაამატეთ სასურველი რაოდენობის რძე
- ფრთხილად მოათავსეთ საწოვარა რგოლში და დაამაგრეთ ბოთლზე
- დარწმუნდით, რომ საწოვარა მჭიდროდ არის დაფიქსირებული, რათა თავიდან აირიდოთ რძის გადმოღვრა
გაფრთხილება!!!
- კვებამდე შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა
- საწოვარას უწყვეტმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილების გაფუჭება
უსაფრთხოება:
- არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი
- ზრდასრულის მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის ბოთლის დატოვება არ არის რეკომენდებული და უსაფრთხო
- რეკომენდებულია, ბოთლის საწოვარას გამოცვლა ყოველ სამ თვეში ერთხელ
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით. ბოთლის საწოვარა შეინახეთ დახურულ კონტეინერში.