







Haakaa - Generation 3 მინის საბავშვო ბოთლი 120მლ - ნაცრისფერი N1
COMING SOON
- Haakaa - Generation 3 მინის საბავშვო ბოთლი არასტანდარტული, ორთოდონტული, ცენტრიდან გადახრილი საწოვარით ბავშვს საშუალებას აძლევს მარტივად და კომფორტულად მიირთვას
- ანტიკოლიკური საწოვარა ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში
- ნელი ნაკადი, გამოიყენება 0-3 თვემდე
- მდგრადია მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ, თავსახური არ ატარებს მტვრის ნაწილაკებს და უსაფრთხოა რძის შესანახად
- 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონი და PP, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს PVC, BPA და ფტალატებს
ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Generation 3 მინის საბავშვო ბოთლის დახვეწილი დიზაინი და ორთოდონტული ფორმა იდეალურად ერგება ბავშვის სახისა და პირის ღრუს ფორმას, ხოლო მშობელს საშუალებას აძლევს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მარტივად და კომფორტულად მიაწოდოს საკვები პატარას, რაც ეხმარება ბავშვს ბუნებრივი კვება ბოთლის კვებასთან შეათავსოს. 120მლ-იან პროდუქტს მოყვება ნელი ნაკადის საწოვარა, რომელიც განკუთვნილია 0-3 თვემდე ბავშვებისთვის, იმეორებს დედის მკერდის ფორმას და უზრუნველყოფს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული ყველა უპირატესობის შენარჩუნებას. ანტიკოლიკური სარქველი, ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში, ხოლო თავსახურის დახმარებით რძე მარტივად და უსაფრთხოდ ინახება. ბოროსილიკატური მინისგან დამზადებული ბოთლი, მდგრადია მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ, ამიტომ გამოიყენება, როგორც რძის შესათბობად, ისე შესანახად.
შემადგენლობა:
- მინის ბოთლი - ბოროსილიკატური მინა
- ბოთლის საწოვარა - სამედიცინო ხარისხის სილიკონი
- დასამაგრებელი რგოლი - პოლიპროპილენი
- თავსახური - პოლიპროპილენი
გამოყენება და მოვლა:
პირველ გამოყენებამდე, განაცალკევეთ მინის ბოთლი ნაწილებისგან. ბოთლი სტერილიზაციისთვის მოათავსეთ 5 წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში, ხოლო ბოთლის სხვა აქსესუარები 2-3 წუთით. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია ხელით ან რბილი ჯაგრისით, თბილ, საპნიან წყალში. დარწმუნდით, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, ბოთლის ყველა ნაწილი სრულად გასუფთავებულია საკვები ნარჩენებისგან. გასუფთავების სხვა მეთოდებმა, რომელიც არ არის აღწერილი, შესაძლოა დააზიანოს პროდუქტი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. გამოყენების შემდეგ საწოვარა მოათავსეთ კონტეინერში.
შენიშვნა: შუშის ბოთლზე დატანილია სითხის საზომი, საკვები ხარისხის მელნით, ამიტომ შესაძლოა წაიშალოს ქიმიური საშუალებებით რეცხვის შემთხვევაში.
ბოთლის საწოვარას გამოცვლა რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ.
- გაზომეთ და ჩაასხით სასურველი რაოდენობის რძე ბოთლში
- მოათავსეთ საწოვარა რგოლში და მიამაგრეთ ბოთლს
ნაკადის ასაკობრივი სპექტრი წარმოადგენს რეკომენდაციას და შესაძლოა ცვალებადი იყოს ბავშვის პირადი საჭიროების მიხედვით.
Haakaa - Generation 3 მინის საბავშვო ბოთლთან თავსებადია:
Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ანტიკოლიკური საწოვარა (S/M/L)
Haakaa - Generation 3 სილიკონის ბოთლის ორთოდონტული საწოვარა (S/M/L)
უსაფრთხოება:
- დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი
- ყოველთვის შეამოწმეთ რძის ტემპერატურა გამოყენებამდე
- არ გამოიყენება როგორც მატყუარა
- არ გამოიყენოთ პროდუქტი უდიერად. შუშის ბოთლი შესაძლოა გატყდეს
- არ გამოიყენოთ მეტალის ნივთები მოსარევად ან გასაწმენდად, რადგან შესაძლოა დაზიანდეს მინის ზედაპირი
- ბოთლის საწოვარას გამოცვლა რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.