Haakaa - Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი 100მლ N1

55.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი უზრუნველყოფს რძის მარტივ, უმტკივნეულო და სრულფასოვან გამოდინებას
  • არ აქვს ჩანართები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას
  • პორტატული ფორმა კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას
  • არის მსუბუქი და კომპაქტური, რაც ამარტივებს სტერილიზაციას
  • 100% საკვები ხარისხის სილიკონი, ეკო-მეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად, კომფორტულად  და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. პორტატული დიზაინი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას. მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.

შემადგენლობა:

საკვები ხარისხის სილიკონი

გამოყენება და მოვლა:

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

  • მოათავსეთ საწველი მკერდზე, ისე რომ არ ქმნიდეს დისკომფორტის შეგრძნებას. წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი ძირზე და დააფიქსირეთ
  • თუ წნევა ძალიან ძლიერი და არაკომფორტულია, ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენთვის სასურველი შეწოვის სიძლიერე.
  • თუ იგრძნობთ, რომ საწველი კარგად არ ეკვრება მკერდს, ხელის განმეორებით მოჭერით შეგიძლიათ დაუბრუნოთ თავდაპირველი წნევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააკვირდით რძის რაოდენობას საწველში, რომ არ გადაივსოს.
  • როდესაც საწველი შეივსება, კვლავ მსუბუქად მოუჭირეთ ხელი პროდუქტს და ფრთხილად მოაშორეთ მკერდს, ხოლო რძე გადაიტანეთ მინის ბოთლში.

რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე, მოათავსეთ მკერდზე და დააბრუნეთ თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველეთ რძე.

უსაფრთხოება:

დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.