Haakaa - ცხვირის საბავშვო ასპირატორი - ელექტრო N1

160.00 GEL

COMING SOON

  • Haakaa - ცხვირის საბავშვო ასპირატორი მარტივად, ნაზად და უსაფრთხოდ აშორებს ზედმეტ ლორწოს, უზრუნველყოფს, როგორც კომფორტს, ისე სისუფთავეს
  • აპარატს მოყვება 2 ტიპის რბილი თავაკი, რომელიც არ აღიზიანებს ბავშვის ნაზ კანს
  • მსუბუქი და კომპაქტური ფორმის დახმარებით სტერილიზაცია მარტივია
  • იტენება USB კაბელის დახმარებით, არ საჭიროებს ელემენტებს
  • არ შეიცავს BPA-ს, ეკო-მეგობრული

ზოგადი მიმოხილვა:

Haakaa - ცხვირის საბავშვო ასპირატორი - სწრაფად, ნაზად და ეფექტურად ხსნის სუნთქვის გაძნელებით გამოწვეულ დისკომფორტს. ერთი ღილაკის დახმარებით არეგულირებს შეწოვის სიძლიერეს, ასუფთავებს სასუნთქ გზებს და უმარტივებს პატარას სუნთქვას. ასპირატორი უზრუნველყოფს უწყვეტ შეწოვას და არ ახდენს სითხის უკუდინებას ნესტოში. მოყვება უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული, 2 განსხვავებული ფორმის თავაკი, რომლებიც არ აღიზიანებენ ბავშვის ნაზ კანს. შესაბამისი ფორმის თავაკის შერჩევით, პროდუქტი გამოიყენება ჩვილებში და 12 თვიდან ბავშვებში. ნაკრებში შემავალი საწმენდი ჯაგრისით მარტივად ასუფთავებს ასპირატორს, ხოლო ქეისი ხელს უწყობს პროდუქტის ჰიგიენურ შენახვას. 

შემადგენლობა:

  • ასპირატორის მოწყობილობა - ABS (Acrylonitrile Butadiene Styrene), ძრავა, ლითიუმ-იონური ბატარეა
  • 2 სილიკონის თავაკი, ფილტრი - საკვები ხარისხის სილიკონი
  • შემგროვებელი კონტეინერი - პოლიკარბონატი

გამოყენება და მოვლა:

გასუფთავებამდე ასპირატორი გამორთეთ დენის წყაროდან და განაცალკევეთ სილიკონის კომპონენტებისგან. სილიკონის კომპონენტები, შემაგროვებელი კონტეინერი და სატუმბი მილი გაწმინდეთ საწმენდი ჯაგრისის დახმარებით, თბილ, საპნიან წყალში. სატუმბი მილის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული ასპირატორთან დიდი რაოდენობით წყლის წვეთების მოხვედრა, რადგან მოწყობილობა არ არის წყალგამძლე და შესაძლოა დაზიანდეს.
სილიკონის თავის, ფილტრის და შემაგროვებელი კონტეინერის სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

დამუხტვის ინსტრუქცია:
პირველად გამოყენებამდე დამუხტეთ ბოლომდე. მოწყობილობა აღჭურვილია led ინდიკატორით, რომელიც აინთება მისი დატენის საჭიროების შემთხვევაში. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, რომლისთვისაც საჭიროა დაახლოებით 2 საათი და 50 წუთი, ასპირატორზე აინთება სამივე მაჩვენებელი.
რჩევა: რეკომენდებულია დასამუხტად გამოიყენოთ USB კაბელი, რომელიც მოყვება პროდუქტს. თუ ასპირატორს არ იყენებთ ხშირად, დატენეთ თვეში ერთხელ, რათა შეინარჩუნოს ბატარეამ სიმძლავრე. არ გამოიყენოთ პროდუქტი დამუხტვის პროცესში. თუ USB კაბელი დაზიანებულია, შეწყვიტეთ გამოყენება.

ინსტრუქცია:

  • სილიკონის ფილტრი მოათავსეთ გამოსატუმბ მილზე და დარწმუნდით, რომ კარგად არის დამაგრებული.
  • შემგროვებელი კონტეინერი მოათავსეთ სილიკონის ფილტრზე და დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით.
  • შეარჩიეთ სასურველი სილიკონის თავი და დაამაგრეთ შემგროვებელ კოლექტორზე.

რჩევა: მიაქციეთ ყურადღება შემგროვებელ კონტეინერს, თუ მიაღწევს MAX ნიშნულს, გამორთეთ და დაცალეთ კონტეინერი, სანამ გააგრძელებთ გამოყენებას.
დარწმუნდით, რომ ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისთვის და ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირატორის დამოუკიდებლად გამოყენება.

გამოყენება:

  • თუ ლორწო არის მშრალი ან წებოვანი, გამოიყენეთ 1-2 წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი ან დედის რძე მის დასარბილებლად.
  • დააჭირეთ ასპირატორის ჩამრთველ ღილაკს 3 წამის განმავლობაში.
  • კვლავ სწრაფად დააჭირეთ ღილაკს წნევის ძალის დასარეგულირებლად.
  • შეარჩიეთ შეწოვის შესაბამისი დონე, გამოყენებამდე შეამოწმეთ სიმძლავრე ხელზე და მოათავსეთ ასპირატორის თავი ბავშვის ნესტოში.
  • პროცედურის დასრულების შემდეგ მოაშორეთ ასპირატორი ბავშვის ცხვირს, დააჭირეთ ღილაკს, მანამ სანამ განათება არ ჩაქრება, შემდეგ მოხსენით შემგროვებელი კონტეინერი და გაასუფთავეთ.

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
  • ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ასპირატორის დამოუკიდებლად გამოყენება, მშობლის მეთვალყურეობის გარეშე.
  • მოარიდეთ ასპირატორი წყალს, არასდროს გამოიყენოთ დამუხტვის პროცესში.
  • გამოყენებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ასპირატორის სიძლიერე ხელზე.
  • არ დატოვოთ ასპირატორი ჩართული.
  • ასპირატორი ავტომატურად გამოირთვება გამოყენების დაწყებიდან 15 წუთში.
  • თუ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ ასპირატორი, დატენეთ სრულად.
  • ასპირატორის ნაწილები შეინახეთ ქეისში, რათა არ დაზიანდეს.
  • თუ გამოყენებისას იგრძნობა რაიმე დისკომფორტი, დარწმუნდით რომ ყველა ნაწილი სწორად არის დამაგრებული, თუ კვლავ გრძელდება უსიამოვნო შეგრძნება, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.