









Glow Hub - The Scar Slayer სახის შრატი - 30მლ
- ყველა ტიპის კანისთვის
- ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ და პოსტაკნე ლაქებს. ამცირებს ფორების ხილვადობას, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub - The Scar Slayer სახის შრატი C ვიტამინისა და ტრანექსამინის მჟავას დახმარებით ებრძვის ასაკობრივ, პიგმენტურ და პოსტაკნე ლაქებს. უნიკალური ფორმულა ამცირებს ფორების ხილვადობას, აუმჯობესებს და ათანაბრებს კანის ფერს. C ვიტამინი იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და გარემო დაბინძურებისგან. გლიცერინი კი ბუნებრივად ამშვიდებს, ატენიანებს და ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას კანის გამოშრობის გარეშე.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- C ვიტამინი
- ტრანექსამინის მჟავა
- პრობიოტიკები
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, გლიცერინი, პოლისორბიტ 20, პროპანედიოლი, პროპილენ გლიკოლი, ტოკოფერილის აცეტატი, ლაქტობაცილის ფერმენტი, ფენოქსიეთანოლი, ლიმონმჟავა, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის მეტაბისულფატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის აცეტატი, იზოპროპილის სპირტი, ცელულოზა.
გამოყენება:
დაიტანეთ რამდენიმე წვეთი სახეზე ყოველდღე, დილით და/ან საღამოს, დამატენიანებელი ან/და მზისგან დამცავი კრემის წასმამდე.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.