











Glow Hub - Pore Polish სახის ამქერცლავი - 120მლ
- ყველა ტიპის კანისთვის
- ინტენსიურად აშორებს კანიდან მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ფერს, ხელს უშლის ფორების დახშობას. ანიჭებს კანს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას
- ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
- არ შეიცავს პარაბენებს
- ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე ( Cruelty-Free )
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ზოგადი მიმოხილვა:
Glow Hub - Pore Polish სახის ამქერცლავი ბამბუკის ღეროს ექსტრაქტისა და სალიცილის მჟავას მოქმედებით ინტენსიურად აშორებს კანიდან მკვდარ უჯრედებს , აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ფერს, ხელს უშლის ფორების დახშობას, აშორებს ზედმეტ ცხიმსა და ჭუჭყს. C ვიტამინით მდიდარი გრეიპფრუტის ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური ბუნება კანს ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას. პროდუქტის გამოყენების შემდეგ კანი ინარჩუნებს რბილ და გლუვ ეფექტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
შემადგენლობა:
მთავარი ინგრედიენტები:
- ბამბუკის ღეროს ექსტრაქტი
- სალიცილის მჟავა
- გრეიპფრუტის ექსტრაქტი
დამხმარე ინგრედიენტები:
წყალი, მზესუმზირის თესლის ზეთი, გლიცერინი, შიის კარაქი, ცეტერილის სპირტი, კაკლის ნაჭუჭის ფხვნილი, შიის კარაქის ეთილ ესტერი, კალიუმის ცეტილ ფოსფატი, გლიცერილის სტეარატი SE, კაკაოს კარაქი, სქუალინი, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, ბროწეულის ექსტრაქტი, ატმის ექსტრაქტი, პარფიუმი, ალუმინის სახამებლის ოქტენილსუქცინატი, ბენზილის სპირტი, ცეტილის ფოსფატი, ბუტილენ გლიკოლი, პროპანდიოლი, ქსანტანი, ამონიუმის აკრილოლიდიმეთილტაურატი/VP კოპოლიმერი, ტოკოფერილის აცეტატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის გლუკონატი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.
გამოყენება:
დაიტანეთ მცირე რაოდენობის კრემი სუფთა, სველ კანზე. კარგად გადაინაწილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობით (მოარიდეთ თვალებს). დააყოვნეთ 1-2 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რეკომენდებულია კვირაში 1-2 ჯერ გამოყენება, სასურველია ღამით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.